იზრდება თუ არა დედაქალაქში პარკირების საფასური - რას აცხადებენ თბილისის მერიაში? | Allnews.Ge

იზრდება თუ არა დედაქალაქში პარკირების საფასური - რას აცხადებენ თბილისის მერიაში?

თბი­ლი­სის მე­რია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და გან­მარ­ტავს, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი არ იზ­რდე­ბა.

"გვინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ რიგი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, თით­ქოს თბი­ლის­ში პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი იზ­რდე­ბა.

ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია არის ტყუ­ი­ლი და მიზ­ნად ისა­ხავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბას. კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავთ - პარ­კი­რე­ბის ფა­სე­ბი რჩე­ბა უც­ვლე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სი­ახ­ლეს - ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის გა­დახ­დის სის­ტე­მას, მსურ­ველ­თათ­ვის, და­ე­მა­ტე­ბა ვა­დი­ა­ნი აბო­ნე­მენ­ტე­ბი, რაც ძი­რი­თა­დად ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის­თვი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი.

აბო­ნე­მენ­ტე­ბი წარ­მო­ად­გენს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ შე­თა­ვა­ზე­ბას და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა არ იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო. თბი­ლი­სე­ლებს ან ჩვე­ნი ქა­ლა­ქის სტუმ­რებს კვლა­ვაც შე­ეძ­ლე­ბათ ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლებ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ ისარ­გებ­ლონ 1-ლა­რი­ა­ნი გა­დახ­დის სის­ტე­მით.

მო­ვუ­წო­დებთ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, პა­ტი­ვი ეცით სა­კუ­თარ მა­ყუ­რე­ბელს თუ მკი­თხველს და ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს, გა­და­ა­მოწ­მეთ მე­რი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში”, - ნათ­ქვა­მია მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.