როგორია ამერიკის მესამე ყველაზე მდიდარი ოჯახის, მარსების ბიზნეს-ისტორია | Allnews.Ge

როგორია ამერიკის მესამე ყველაზე მდიდარი ოჯახის, მარსების ბიზნეს-ისტორია

მარსის ოჯახი, რომლის ქონება 94 მილიარდი დოლარია, ამერიკაში მესამე უმდიდრეს ოჯახად ითვლება. ოჯახი ფლობს საკონდიტრო კომპანია Mars Inc.-ს, რომელიც მათ გვარს ატარებს. კომპანია მსოფლიოში უმსხვილეს საკონდიტრო მწარმოებლად ითვლება. მისი წლიური ბრუნვა დაახლოებით 27,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

წამყვანი საკონდიტრო კომპანია Mars Inc ისეთ ბრენდებს აწარმოებს, როგორიცაა M& Ms, Snickers და Milky Way bar. ისინი ასევე არიან ცხოველების საკვების მწარმოებლები, როგორიცაა Whiskas და Pedigree. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მედიისგან შორს ყოფნას ამჯობინებს, საზოგადოებისთვის ცნობილია და-ძმა მარსები, კერძოდ ჟაკლინ მარსი, ჯონი და ფორესტი.

ისინი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში 2008 წელს მოექცნენ, როდესაც უორენ ბაფეტთან ერთად 23 მილიარდ დოლარად საღეჭი რეზინის კომპანია Wrigley იყიდეს.

mars-inc-chocolates-reuters-1640506910.jpg

როგორ დაიწყო ყველაფერი

Mars Inc. 110 წლის წინ, 1911 წელს ფრანკლინ მარსის მიერ დაარსდა. ის დაიბადა და გაიზარდა მინეაპოლისში. მოგვიანებით, როდესაც გათხოვდა წყვილმა აღმოაჩინა, რომ შოკოლადი ორივეს ძალიან უყვარდათ და საკონდიტრო ნაწარმის მომზადებაც შეეძლოთ. 1911 წელს მათ გადაწყვიტეს გაეხსნათ Mars Candy Factory ვაშინგტონში. წყვილი აწარმოებდა და ყიდდა ახალ კანფეტს, თუმცა მათ ხელი კონკურენტმა კომპანიებმა შეუშალეს. ცოლ-ქმარი დამარცხდა, ამიტომ მათ მინეაპოლისში დაბრნება და Mars Candy Factory-ის აღდგენა გადაწყვიტეს. ბიზნესი მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო.

განაგრძეთ კითხვა