"საქართველოში იანვრის მეორე ნახევრიდან "ომიკრონი" დომინანტური იქნება" - ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ შესაძლოა "ომიკრონის“ შტამი პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს | Allnews.Ge

"საქართველოში იანვრის მეორე ნახევრიდან "ომიკრონი" დომინანტური იქნება" - ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ შესაძლოა "ომიკრონის“ შტამი პანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იან­ვრის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან "ომიკ­რო­ნის“ შტა­მი დო­მი­ნან­ტუ­რი გახ­დე­ბა. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტი მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პა­ცი­ენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის კო­ლაფსს არ გა­მო­იწ­ვევს.

"ომიკ­რონს“ ძა­ლი­ან სწრა­ფად აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გახ­დეს პან­დე­მი­უ­რი შტა­მი. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2-3 დღე­ში ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში "ომიკ­რო­ნის“ რა­ო­დე­ნო­ბა ომაგ­დე­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იან­ვრის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ეს შტა­მი დო­მი­ნან­ტუ­რი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ აქ არა­ფე­რი უცხო და მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ უნდა იყოს.

შე­სა­ბა­მი­სად, მზა­ო­ბა უნდა ჰქონ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს და უსაფრ­თხო­ე­ბა გან­გაშ­ზე უნდა იყოს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, რად­გან ჩვენ გვყავს მი­ლი­ონ­ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც არის მო­წყვლა­დი ამ შტა­მის მი­მართ და არა მარ­ტო. სამ­წუ­ხა­როდ, რე­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც იქ­ნე­ბა და ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლიც ავად გახ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა სცე­ნა­რის­თვის მზად ვი­ყოთ. ერთი და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია არის ის, რომ 50-70%-მდე ნაკ­ლე­ბია მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის, ანუ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რის­კი, ეს გვაძ­ლევს იმის ვა­რა­უ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პა­ცი­ენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის კო­ლაფსთან საქ­მე არ გვექ­ნე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მისი თქმით, შე­საძ­ლოა "ომიკ­რო­ნის“ შტა­მი პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სი გახ­დეს.

"ინ­ფექ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ნამ­დვი­ლად შე­სუს­ტე­ბუ­ლია, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მას ლე­ტა­ლო­ბა არ აქვს და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის გა­მოწ­ვე­ვა არ შე­უძ­ლია. თუ ვირუს­მა შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში რა­ი­მე სი­ურპრი­ზი არ მო­ა­წყო, ის იქ­ნე­ბა ინ­ფექ­ცია, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს ნა­წილს ექ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქვას, რომ 2022 წლის ბო­ლომ­დე, ვინც ამ შტა­მის­გან გა­დარ­ჩე­ბა, პლა­ნე­ტა­ზე ყვე­ლას იმუ­ნი­ტე­ტი ექ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

myquiz