"კიბო რომ არ შემხვედროდა, მოვკვდებოდი... ამან ცხოვრებისკენ შემომაბრუნა" - ტრაგიკულად დაღუპული ჟურნალისტის მეუღლე ორჯერ დამარცხებულ მძიმე სენსა და რთულ გზაზე | Allnews.Ge

"კიბო რომ არ შემხვედროდა, მოვკვდებოდი... ამან ცხოვრებისკენ შემომაბრუნა" - ტრაგიკულად დაღუპული ჟურნალისტის მეუღლე ორჯერ დამარცხებულ მძიმე სენსა და რთულ გზაზე

ხა­თუ­ნა ჭინ­ჭა­რაშ­ვი­ლის­თვის ბოლო რამ­დე­ნი­მე წელი მძი­მე და სტრე­სე­ბით სავ­სე აღ­მოჩ­ნდა. ჯერ მე­უღ­ლე და­კარ­გა, ჟურ­ნა­ლის­ტი ზვი­ად თხე­ლი­ძე. ის ხა­დას ხე­ო­ბა­ში გა­და­სა­ღე­ბად იყო წა­სუ­ლი, რომ ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა (ეს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი ბევ­რს ემახ­სოვ­რე­ბა). შემ­დეგ კი ხა­თუ­ნას სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლა დას­ჭირ­და - მან კიბო ორ­ჯერ და­ა­მარ­ცხა. სა­კუ­თარ თავ­ში ამის­თვის ძა­ლე­ბი იპო­ვა და დღეს სხვა ონ­კო­პა­ცი­ენ­ტებს ეხ­მა­რე­ბა. პრო­ფე­სი­ით კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სის­ტე­მე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, თუმ­ცა წლე­ბია ფი­ნან­სის­ტად მუ­შა­ობს, ჰყავს ორი შვი­ლი და მა­მის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ ბავ­შვებს გვერ­დით მხნედ უდ­გას.

267014543-440478494398336-3075747192208962512-n-81377-1640415320.jpg

ხა­თუ­ნა ახლა AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რია და იმ რთულ გზა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რაც გა­მო­ი­ა­რა:

- ერთ დღე­საც შემ­თხვე­ვით, ხე­ლის გა­სინ­ჯვით მკერ­დზე რა­ღაც სი­მაგ­რე აღ­მო­ვა­ჩი­ნე. უცებ გო­ნე­ბა­ში გა­მი­ელ­ვა, კიბო ხომ არ არის-მეთ­ქი, მაგ­რამ აზრი აღარ გან­ვავ­რცე, რად­გან არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ კიბო და­მე­მარ­თე­ბო­და და ამი­ტომ, ის აზრი იქვე გა­ვა­ქარ­წყლე, თან, 10 თვის წინ სკრი­ნინ­გი მქონ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ექიმ­თან მა­ინც მი­ვე­დი. მოკ­ლედ, და­მის­ვეს მძი­მე დი­აგ­ნო­ზი - ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე. აქ კარ­გი ის იყო, რო­გორც ვთქვი, 10 თვის წინ მქონ­და სკრი­ნინ­გი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და ისე გა­მო­ვი­და, რომ და­ა­ვა­დე­ბა სა­წყის ეტაპ­ზე აღ­მო­ვა­ჩი­ნე - პირ­ვე­ლი სტა­დია იყო და არა­მე­ტას­ტა­ზი­რე­ბუ­ლი.

- ემო­ცი­უ­რად რო­გორ შეხ­ვდით ამ ყვე­ლა­ფერს?

- არც ნა­თე­სა­ვებ­ში და არც გარ­შე­მო ონ­კო­პა­ცი­ენ­ტი არა­ვინ მყო­ლია, რა­ი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა რომ მქო­ნო­და. ამი­ტომ ამ ამ­ბავ­მა ჩემ­ში დიდი დაბ­ნე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. ვერ მივ­ხვდი, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. მხო­ლოდ ის ვი­ცო­დი, რომ კიბო კლავს. მოკ­ლედ, 2018 წლის მარ­ტში სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქი და ცხა­დია, და­ვით­რგუ­ნე. შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ მისი გან­კურ­ნე­ბა სა­წყის ეტაპ­ზე შე­იძ­ლე­ბა, რომ ამის­თვის ბევ­რი პრე­პა­რა­ტი არ­სე­ბობს.

269730474-617123022836599-3121621749746135188-n-81415-1640415338.jpg

- პირ­ვე­ლი ვის გა­ან­დეთ და ვის უთხა­რით, თუ პი­რი­ქით, გა­და­წყვი­ტეთ, არა­ვის გა­ე­გო და ექი­მებ­თან ერ­თად თა­ვად გამ­კლა­ვე­ბო­დით და­ა­ვა­დე­ბას?

- ყვე­ლა ეს ფიქ­რი მქონ­და. უპირ­ვე­ლე­სი მა­ინც ის იყო, რომ სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდი. მერე ინ­ტერ­ნეტ­ში უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვე­ძა­ლე. აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბო­და იმა­ზე, რომ მაქ­სი­მუ­მი 5 წელი იყო. ეს რომ წა­ვი­კი­თხე, ვთქვი - არ მა­წყობს-მეთ­ქი, რად­გა­ნაც ჩემი უმ­ცრო­სი შვი­ლის ასა­კი გა­მოვ­თვა­ლე. კესო ახლა 12 წლის არის. მქონ­და ასე­თი გან­ცდაც, სამ­ყა­რომ გა­მო­მარ­ჩია და თქვა, შენ არ მჭირ­დე­ბი, სა­ჭი­რო აღარ ხარ და გი­შო­რებ! უმ­ძი­მე­სია, უსუ­სუ­რი, უუ­ნა­რო ხარ, არ იცი, რა გა­ა­კე­თო. შემ­დეგ პრო­ტეს­ტის გან­ცდა გა­მიჩ­ნდა და ვთქვი, რა­ღაც უნდა მო­ვი­ფიქ­რო-მეთ­ქი. ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ვუ­თხა­რი ჩემს დას, მე­გო­ბარს, გა­რე­მოც­ვას, მაგ­რამ მშობ­ლე­ბის­თვის არ მით­ქვამს. მათ მხო­ლოდ მერე გა­ვა­გე­ბი­ნე, როცა მკურ­ნა­ლო­ბას მოვ­რჩი. მა­ნამ­დე არ მქონ­და იმ­დე­ნი ენერ­გია, რომ ამა­ზე მათ­თან მე­სა­უბ­რა.

- რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ, რომ მათ არ გა­ე­გოთ?

- ერ­თად არ ვცხოვ­რობთ, დედა და მამა ბევ­რი წე­ლია, სა­ცხოვ­რებ­ლად სო­ფელ­ში გა­და­ვიდ­ნენ, რა­მაც ლა­ვი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა. რა­ღაც მი­ზე­ზებს ვი­გო­ნებ­დი, თუმ­ცა ტე­ლე­ფო­ნით კონ­ტაქ­ტზე სულ ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ, ჩემი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გან­ცდე­ბის და ემო­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­ღე ჩემი დი­აგ­ნო­ზი ფაქ­ტად, სხვა გზა არ იყო...

განაგრძეთ კითხვა