რა ქონებას ფლობს გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 21 დეკემბერს შეავსო.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია: გორში მდებარე, 122 კვ.მ შენობა - ნაგებობები, რაშიც 2000 აშშ დოლარი გადაიხადა; ასევე, 5002 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება 6000 ლარს შეადგენს, 620კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, ღირებულება - 120 780 ლარი, 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი - 5000 აშშ დოლარი, 1639 კვ.მ მიწის ნაკვეთი - 5000 ლარი, 600 კვ.მიწის ნაკვეთი - 19 000 აშშ დოლარი, 6129 კვ.მ კომერციული ფართი - 172 000 ლარი, 8975 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი კი მემკვიდრეობით გადაეცა.

გარდა ამისა, ვლადიმერ ხენჩეგაშვილს ეკუთვნის 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთ წავკისში, რომელიც 10 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი, ბინა ბორჯომში - 36 298 აშშ დოლარად, ხოლო 105 კვ.მ ბინა თბილისში - 108 000 აშშ დოლარად.

დეკლარაციის მიხედვით, ვლადიმერ ხენჩეგაშვილის საკუთრებაშია - მსუბუქი ავტომანქანა Toyota Camry, რაშიც 14 500 აშშ დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს, ვლადიმერ ხენჩიგაშილი დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა: