„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ უკვე წლებია ზარალზე გადის- რა შემოსავალი აქვს კომპანიას? | Allnews.Ge

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ უკვე წლებია ზარალზე გადის- რა შემოსავალი აქვს კომპანიას?

2022 წლიდან დედალაქალში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ფაქტობრივად, ორმაგდება. შემოდის სააბონიმენტო სისტემა, თუმცა გაძვირებული ტარიფებით. კერძოდ, თუ აქამდე თბილისში ერთჯერადად მგზავრობის საფასური 50 თეთრს შეადგენს, გაისად უკვე 1 ლარი იქნება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და შემოსავლები.

2020 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ სატრანსპორტო მომსახურებიდან 72.222 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2019 წელს კი 139.441 მლნ ლარი. საოპერაციო შემოსავალმა კი შარშან 85.892 მლნ ლარი, 2019 წელს კი - 152.874 მლნ ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს შემოსავლის შემცირების მთავარი მიზეზი კორონაპანდემიის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოცხადებული ლოკდაუნი გახდა, რა დროსაც არ მუშაობდა არც მუნიციპალური ტრანსპორტი.

რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, მაგალითად, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ პარკირებიდან 2020 წელს 5.621 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2019 წელს - 5.650 მლნ ლარი; “სხვა შემოსავლების“ მუხლით კი კომპანიის შემოსავალმა 2020 წელს 8.049 მლნ ლარი შეადგინა, 2019 წელს - 7.783 მლნ ლარი.

აღსანიშნავია, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ უკვე წლებია ზარალზე გადის. კომპანიის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ზარალის მოცულობა ბოლო წლების მიხედვით ასე გამოიყურება: (2020 წლის გაზრდილი ზარალის მთავარი მიზეზი ლოკდაუნია)

  • 2020 წელი - 149.794 მლნ ლარი
  • 2019 წელი - 71.293 მლნ ლარი
  • 2018 წელი - 55.786 მლნ ლარი
  • 2017 წელი - 70.518 მლნ ლარი

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ სულ დასაქმებული იყო 6 412 ადამიანი.

myquiz