მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 300-მდე ადამიანი შიმშილობს | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 300-მდე ადამიანი შიმშილობს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­თან ამ დრო­ის­თვის 9 კა­რა­ვია გაშ­ლი­ლი, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით კი ამ ეტაპ­ზე 300-მდე ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლობს.

მო­შიმ­ში­ლე­ებს შო­რის არი­ან რო­გორც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი, ისე სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი. შიმ­ში­ლო­ბის აქ­ცი­ას მი­მარ­თავს ერთ-ერთი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რიც.

შიმ­ში­ლობს თა­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია, ასე­ვე შიმ­ში­ლო­ბის აქ­ცი­ა­ში ჩა­ერ­თვნენ პარ­ტი­ის სხვა ლი­დე­რე­ბი, მათ შო­რის გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე, აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლი.

კარ­ვებ­ში მო­შიმ­ში­ლე­ე­ბის­თვის ლე­ი­ბე­ბია გაშ­ლი­ლი.

მა­სობ­რი­ვი შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლი­ამ პარ­ლა­მენ­ტთან გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გა­აჟ­ღე­რა.

მე­ლი­ას თქმით, შიმ­ში­ლო­ბა იქამ­დე არ შე­წყდე­ბა, ვიდ­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

myquiz