რა სიმპტომები ახასიათებს "ომიკრონ" შტამს და რით განსხვავდება "დელტა" შტამისგან - თენგიზ ცერცვაძის განმარტება | Allnews.Ge

რა სიმპტომები ახასიათებს "ომიკრონ" შტამს და რით განსხვავდება "დელტა" შტამისგან - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

"რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა არ იგეგ­მე­ბა - ვნა­ხოთ, რა შე­დე­გი ექ­ნე­ბა ამ "ომიკ­რონს”, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ აღ­ნიშ­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის "ომიკ­რონ“ შტამს, რომ­ლის ორი შემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე და­ფიქ­სირ­და, ნაკ­ლე­ბად მძი­მე კლი­ნი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ახა­სი­ა­თებს.

ამას­თან, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ისა­უბ­რა, ახა­ლი სა­ხე­ო­ბი­სა და "დელ­ტა“ შტამს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა­ზე, ასე­ვე, ძი­რი­თად სიმპტო­მებ­ზე.

"ორი ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ ერთ თვე­ში გა­მო­ვა, გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლურ ნე­ბარ­თვას და რე­კო­მენ­და­ცი­ას ელო­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა და ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც იმ ორ ტაბ­ლე­ტი­რე­ბულ მე­დი­კა­მენტს მი­ი­ღებს, რო­მე­ლიც 50%-დან 90%-მდე შე­ამ­ცი­რებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვებს. ასე რომ, მი­უ­ხე­და­ვად დღე­ვან­დე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ი­სა, მე ძა­ლი­ან იმე­დი­ა­ნად და ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვუ­ყუ­რებ მო­მა­ვალს.

მე­სა­მე დოზა საკ­მა­ოდ მყა­რად იცავს "ომიკ­რო­ნის­გან.“ რო­გორც უცხო­უ­რი წყა­რო­ე­ბი­დან ვი­ცით, მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არის შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად მძი­მე. ყვე­ლა შტა­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი კო­ვი­დი, სიმპტო­მე­ბით პრინ­ცი­პუ­ლად დი­დად ერ­თმა­ნე­თის­გან არ გან­სხვავ­დე­ბა. ნი­უ­ან­სებ­შია გან­სხვა­ვე­ბა, მა­გა­ლი­თად "ომიკ­რო­ნის“ შემ­თხვე­ვა­ში უფრო ჭარ­ბობს სურ­დო, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ძლი­ე­რი სი­სუს­ტე და შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე უფრო ხში­რია ასე­თი და­წყე­ბა. რო­გორც უცხო­უ­რი წყა­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, ამ შტამს ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს გე­მოვ­ნე­ბის და ყნოს­ვის და­კარ­გვა, ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს ტკი­ვი­ლი მთელ სხე­ულ­ში, რაც ახა­სი­ა­თებ­და "დელ­ტა“ შტამს და შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია ცხე­ლე­ბა და ზო­გა­დი ინ­ტოქ­სი­კა­ცია, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი პი­რო­ბი­თია. მხო­ლოდ კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბით ვე­რა­ვინ გა­და­წყვეტს, ეს "დელ­ტა შტა­მია თუ "ომიკ­რო­ნი“. ეს მხო­ლოდ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა დად­გინ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მან ასე­ვე შე­ა­ფა­სა დღე­ვან­დე­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს ეპიდსი­ტუ­ა­ცია შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რია.

"დღე­ვან­დე­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა არის სე­რი­ო­ზუ­ლი, მაგ­რამ არ არის სა­გან­გა­შო. ჩვენ ყვე­ლა­ზე სა­ში­ში დღე­ე­ბი უკვე გა­ვი­ა­რეთ და არის ერ­თგვა­რი სტა­ბი­ლი­ზა­ცია. სამ­წუ­ხა­როდ, სტა­ბი­ლი­ზა­ცია შემ­თხვე­ვე­ბის მა­ღალ რი­ცხვსა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მა­ღალ რი­ცხვზე გა­დის, მაგ­რამ ეს გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია, ვიდ­რე იყო ერთი თვის წინ, რო­დე­საც გარ­დაც­ვა­ლე­ბა დღე­ში 70-80 ადა­მი­ანს აღ­წევ­და და შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 5-6 ათა­სი იყო. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ არის სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­ზღუდ­ვე­ბი აღარ არ­სე­ბობს, შე­საძ­ლოა ჩა­ით­ვა­ლოს, რომ დღე­ვან­დე­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცია, ამ პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სტა­ბი­ლუ­რია“, - აღ­ნიშ­ნა ცერ­ცვა­ძემ.

myquiz