როგორ გრძელდება საქმე: ნონა გაფრინდაშვილი Netflix - ის წინააღმდეგ? | Allnews.Ge

როგორ გრძელდება საქმე: ნონა გაფრინდაშვილი Netflix - ის წინააღმდეგ?

"გამ­ბი­ტი" უკვე ვნა­ხეთ. საქ­მე ენდშპი­ლის­კენ მი­დის და იმე­დია, გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი-Netflix-ის დუ­ე­ლიც ისე­თი­ვე შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა, რო­გორც ნო­ნას მატ­ჩე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი - ნამ­დვი­ლი დე­დოფ­ლის გა­მარ­ჯვე­ბით!

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლა­პა­რა­კია 2020 წელს ამე­რი­კუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო და საპ­რო­დუქ­ციო კომ­პა­ნია Netflix-ის მი­ნი­სე­რი­ა­ლის - "ლა­ზი­ე­რის გამ­ბი­ტის" შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კე ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლიც არის ნახ­სე­ნე­ბი, ოღონდ... მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია რო­გორც მო­თა­მა­შე, რო­მე­ლიც "არის რუ­სე­თი­დან" და რო­მელ­საც "არას­დროს უთა­მა­შია მა­მა­კა­ცი მო­ჭად­რა­კე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ".

ცნო­ბილ ამე­რი­კელ ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს ქარ­თვე­ლი იუ­რის­ტე­ბიც იცა­ვენ. სწო­რედ იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია BLB-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან შე­ვი­ტყვეთ სარ­ჩელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბოლო სი­ახ­ლე­ე­ბი. ად­ვო­კატ მაია მწა­რი­აშ­ვი­ლის თქმით, Netflix-მა სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის შე­წყვე­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა. ლა­პა­რა­კია Anti-SLAPP კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი თა­ო­ბა­ზე, რაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­ის პირ­ვე­ლი შეს­წო­რე­ბით და­ცუ­ლი სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. Netflix-ის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ მი­აჩ­ნი­ათ, რომ ლე­გენ­და­რუ­ლი მო­ჭად­რა­კის პრო­ფე­სი­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი და­ა­ზი­ა­ნეს. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც რა­ი­მე შეგ­ვე­შა­ლა, შე­საძ­ლოა მხო­ლოდ ის, რომ "დროს რამ­დე­ნი­მე წლით ავ­ცდი­თო". მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­და­ვო წი­ნა­და­დე­ბა არ არის დე­ფა­მა­ცი­უ­რი და რაც ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რია, გა­ნა­ვი­თა­რეს ნა­რა­ტი­ვი, თით­ქოს ფრა­ზა­ში ობი­ექ­ტურ დამ­კვირ­ვე­ბელს უნდა ეგუ­ლის­ხმა, რომ ნო­ნას "არას­დროს უთა­მა­შია მა­მა­კაც მო­თა­მა­შე­ებ­თან საბ­ჭო­თა ტურ­ნი­რებ­ზე და საბ­ჭო­თა დი­დოს­ტა­ტებ­თან". Netflix-ის იუ­რის­ტე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ არა­თუ და­აკ­ნი­ნეს ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის მიღ­წე­ვე­ბი, პი­რი­ქით, აღი­ა­რეს მისი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი", - ამ­ბობს მწა­რი­აშ­ვილ­მა.

ქარ­თვე­ლი ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე კმა­ყო­ფი­ლია საქ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით, სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რის­ტი­სა და პრო­დი­უ­სე­რის ფრენკ სკო­ტის გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ: "სკოტ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღი­ა­რა, რომ იცო­და სი­მარ­თლე ნო­ნას მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ. და­კი­თხვის დროს პრო­დი­უ­სე­რი ძა­ლი­ან იყო არე­უ­ლი, მისი პა­სუ­ხე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ი­ცავ­და ფრა­ზებს: "არ ვიცი", "არ მახ­სოვს". ვი­ცო­დი, რომ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ არ მახ­სოვს, რო­დის გა­ვი­გე და ვინ მი­თხრაო და სხვ. მის ჩვე­ნე­ბას ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ვი­ყე­ნებთ და შე­ვეც­დე­ბით სა­სა­მარ­თლოს და­ვა­ნა­ხოთ, რომ Netflix-მა იცო­და სი­მარ­თლე და ის გან­გებ შეც­ვა­ლა".

მაია მწა­რი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მო­სარ­ჩე­ლე მხა­რემ კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­სა­მარ­თლოს 3 დე­კემ­ბერს წა­რუდ­გი­ნა სა­ბო­ლოო პო­ზი­ცია და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით. სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 24 იან­ვარს ღია მოს­მე­ნით გა­ი­მარ­თე­ბა.

- "ლა­ზი­ე­რის გამ­ბი­ტის" შე­სა­ხებ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში ვე­ლა­პა­რა­კე. გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო: სე­რი­ა­ლის კონ­სულ­ტან­ტი გარი კას­პა­რო­ვი ყო­ფი­ლა და მას ნამ­დვი­ლად არ შე­ეძ­ლო ასე­თი შეც­დო­მის დაშ­ვე­ბაო. თვი­თონ კას­პა­რო­ვი რას ამ­ბობს?

- სა­ჭად­რა­კო სამ­ყა­როს არა­ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მათ შო­რის ანა­ტო­ლი კარ­პოვ­მა, სა­ჯა­როდ და­ა­ფიქ­სი­რა პო­ზი­ცია და სი­მარ­თლის მხა­რეს დად­გა. რაც შე­ე­ხე­ბა კას­პა­როვს, არა მგო­ნია, ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბა მის კონ­სულ­ტა­ცი­ას მოჰ­ყო­ლო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, საქ­მე გვაქვს რე­ჟი­სო­რის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას­თან ან თა­ვი­სე­ბურ ხედ­ვას­თან სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რის მნიშ­ვნე­ლო­ბის გა­საზ­რდე­ლად. სხვა­თა შო­რის, სე­რი­ა­ლი ჯერ ახა­ლი გა­და­ღე­ბუ­ლი იყო, როცა ფი­ლი­პი­ნელ­მა ჭად­რა­კის მოყ­ვა­რულ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ნო­ნას ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბი - აი, თუ არ თა­მა­შობ­და მა­მა­კა­ცე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო! ფი­ლი­პი­ნელ­მა! და ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ჩვენ რა რე­აქ­ცია გვექ­ნე­ბო­და?! წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

შე­გახ­სე­ნებთ ცნო­ბილ­მა მო­ჭად­რა­კემ, მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თგზის ჩე­მი­პონ­მა ანა­ტო­ლი კარ­პოვ­მა გა­ნა­ცხა­და:"არ ვიცი, კას­პა­რო­ვას ასე­თი შეც­დო­მა რო­გორ გა­ე­პა­რა, ის ხომ ფილ­მის კონ­სულ­ტან­ტი იყო. შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა ეპი­ზო­დი არ უნა­ხავს ან ყვე­ლა­ფერს არ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, თო­რემ მან ხომ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი დი­დოს­ტა­ტი გახ­და, რო­გორც ქა­ლებ­ში, ასე­ვე - კა­ცებ­ში. ის კა­ცებ­ში დი­დოს­ტა­ტის წო­დე­ბას ვე­რაფ­რით მი­ი­ღებ­და, კა­ცე­ბის ტურ­ნი­რებ­ში რომ არ ეთა­მა­შა. ასე რომ, ამ ამ­ბავ­ში ნონა სრუ­ლი­ად მარ­თა­ლია".

myquiz