როგორი იქნება მიმდინარე სეზონზე გუდაურში სასტუმროს ფასები | Allnews.Ge

როგორი იქნება მიმდინარე სეზონზე გუდაურში სასტუმროს ფასები

გუდაურში სასტუმროების ნაწილი ახალი წლის პერიდოში სრულად დაჯავშნილია. როგორც ობიექტების ხელმძღვანელები, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, გასული, ჩავარდნილი წლის შემდეგ, მიმდინარე სეზონი იმედიანად გამოიყურება. სასტუმროების მეპატრონეების თქმით, იმ პირობებში, რომელშიც უწევთ მუშაობა, ახალი წლის 100% -ანი, ხოლოდ იანვარ-თებერვლის 75-90%-ანი დატვირთვა, ძალიან კარგი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ფასებს, როგორც პანდემიამდე, 80 დოლარიდან 850 ლარამდე მერყეობს.

"Inn Group-ის“ აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია: „გუდაურში ჯავშნები უკვე არის. ახალი წლის პერიოდი, 28 დეკემბრიდან, 7 იანვრის ჩათვლით, 100%-ით შევსებულია, ადგილები საერთოდ აღარ არის.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გასული სეზონი საერთოდ არ გვქონია, ვფიქრობთ, ასე თუ ისე, მოთხოვნა იქნება. მთელი თვის, იანვრის ჯავშნებსაც რომ გადავხედოთ, 75%-ზეა ასული, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო მოახლოვდება სეზონი, კიდევ უფრო გაიზრდება დატვირთვა. ეს კი, ძალიან კარგი მაჩვენებელია, იმ პირობებისთვის, რომელშიც გვიწევს მუშაობა.

რაც შეეხება ფასებს, მეტ-ნაკლებად, შევინარჩუნეთ. დაახლოებთ, 100 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ჯავშნების უმრავლესობა, სადღაც 70%, უცხოელი ვიზიტორებზე მოდის“.

განაგრძეთ კითხვა

myquiz