დღეს ნიკოლოზობაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ? | Allnews.Ge

დღეს ნიკოლოზობაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ?

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 19 დე­კემ­ბერს წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხსე­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მფარ­ვე­ლის, მი­რონ-ლუ­კი­ის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის, წმინ­და ნი­კო­ლოზ სას­წა­ულ­მოქ­მე­დის ხსე­ნე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა აღევ­ლი­ნე­ბა.

წმინ­და ნი­კო­ლოზ სას­წა­ულ­მოქ­მე­დი მცი­რე აზი­ა­ში, ლუ­კი­ის მხა­რის ქა­ლაქ პა­თარ­ში, 257 წელს მდი­დარ და ღვთის­მო­შიშ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. სას­წა­ულ­მოქ­მე­დე­ბის უნა­რი წმინ­და ნი­კო­ლოზ­მა შო­ბი­დან­ვე გა­მო­ამ­ჟღავ­ნა. ნათ­ლო­ბი­სას ჩვი­ლი ნი­კო­ლო­ზი ემ­ბაზ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იდგა. დე­დის რძე­საც ოთხშა­ბა­თო­ბი­თა და პა­რას­კე­ვო­ბით მხო­ლოდ სა­ღა­მო ხანს იღებ­და.

წმინ­და ნი­კო­ლოზ­მა სი­ცო­ცხლე­ში უამ­რა­ვი სას­წა­უ­ლი აღავ­ლი­ნა და დღე­საც აღევ­ლი­ნე­ბა ქა­ლაქ ბარ­ში, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში დას­ვე­ნე­ბუ­ლი მისი წმინ­და ნა­წი­ლე­ბი­დან, რო­მელ­საც მი­რო­ნი სდის. მი­რონ­ლუ­კი­ი­დან იტა­ლი­ის ქა­ლაქ ბარ­ში წმინ­და ღვდელმთავ­რის წმინ­და ნა­წი­ლე­ბის გა­დას­ვე­ნე­ბა 1087 წელს მოხ­და.

წმინ­და ნი­კო­ლოზ სას­წა­ულ­მოქ­მე­დი სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მფარ­ვე­ლად მას შემ­დეგ ით­ვლე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს- პატ­რი­არ­ქმა მას ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია შე­ა­ვედ­რა. მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი წმინ­და მღვდელთმთა­ვარს შე­წევ­ნი­სათ­ვის ყო­ველ­გვა­რი გა­სა­ჭი­რის ჟამს მი­მარ­თა­ვენ. მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხსე­ნე­ბას წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ აღ­ნიშ­ნავს: 19 დე­კემ­ბერს, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს და 22 მა­ისს, როცა მისი წმინ­და ნა­წი­ლე­ბი მი­რო­ნი­დან ბარ­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

myquiz