"რადგან ალექსანდრეს უბრალო მშობლები ჰყავს, საქართველოში არ აფასებდნენ" - რას ჰყვება ზაზარაშვილის დედა, რომელიც ალექსანდრეს გარდა 4 ნაშვილებ ბავშვს ზრდის | Allnews.Ge

"რადგან ალექსანდრეს უბრალო მშობლები ჰყავს, საქართველოში არ აფასებდნენ" - რას ჰყვება ზაზარაშვილის დედა, რომელიც ალექსანდრეს გარდა 4 ნაშვილებ ბავშვს ზრდის

პა­ტა­რა ბიჭი სო­ფელ რუ­ი­სი­დან უკვე წლე­ბია, რაც თა­ვი­სი მიღ­წე­ვე­ბით სამ­შობ­ლოს აო­ცებს. ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლის მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში 21 ოქ­ტომ­ბერს გა­ვი­გეთ. ბიჭი ამე­რი­კუ­ლი "ნი­ჭი­ე­რის“ ფი­ნა­ლის­ტია. ის ოქ­როს ღი­ლა­კით პირ­და­პირ ფი­ნალ­ში მოხ­ვდა. ფი­ნა­ლუ­რი შოუ დღეს, 18 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო უგულ­შე­მატ­კივ­რებს ალექ­სან­დრეს, რო­მელ­მაც უკვე არა­ერ­თხელ გვა­სა­ხე­ლა.

ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი არა­ერ­თი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნუ­ლი "ვო­ი­სი"- ს. მომ­ღერ­ლის დედა გუ­ლი­კო ეგ­ნა­ტაშ­ვი­ლი ფი­ნა­ლის დღეს AMBEBI.GE-სთან შვილ­ზე და ოჯახ­ზე სა­უბ­რობს.

imagetools0-42011-1639813984.jpg

- ქალ­ბა­ტო­ნო გუ­ლი­კო თქვე­ნი ოჯა­ხის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გო­რი ბი­ჭია ალექ­სან­დრე, რო­დის აღ­მო­ა­ჩი­ნეთ მას­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი...

- ამ­ჟა­მად ვცხოვ­რობ სო­ფელ რუ­ის­ში, ჩემს ოთხ შვი­ლო­ბილ­თან და ჩემს უფ­როს გო­გო­ნა ნა­ი­კოს­თან ერ­თად. ალექ­სან­დრე ჩემი მე­ო­რე შვი­ლია, ორი შვი­ლი მყავს, ნა­ი­კო 19 წლის და ალექ­სან­დრე 15 წლის. ალექ­სან­დრე 4 წლის ასაკ­ში მი­ვიყ­ვა­ნე მუ­სი­კა­ზე თა­ვი­დან ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის გუნ­დზე დამ­ყავ­და, სა­დაც სო­ლოს შეს­რუ­ლე­ბით მღე­რო­და და ასე გაგ­რძელ­და ბავ­შვის კა­რი­ე­რა. ალექ­სან­დრე შემ­დეგ გორ­ში ვო­კა­ლის პე­და­გოგ­თან ნანა სამ­ხა­რა­ძეს­თან გა­და­ვიყ­ვა­ნე, მას ხში­რად გაჰ­ყავ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კურ­სებ­ზე, სა­ი­და­ნაც ყო­ველ­თვის გრან პრით და პირ­ვე­ლი ად­გი­ლით ბრუნ­დე­ბო­და.

267394981-1136073526796991-2995466475570632662-n-40754-1639814020.jpg

- თქვენ გყავთ ოჯახ­ში ნაშ­ვი­ლე­ბი შვი­ლე­ბი, მათ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ მოხ­და, რომ ოჯახ­მა ერ­თდრო­უ­ლად ოთხი ბავ­შვი იშ­ვი­ლეთ?

- დიახ, ოჯახ­ში მყავს ოთხი შვი­ლო­ბი­ლი რომ­ლე­ბიც უკვე 10 წე­ლია ჩემს ოჯახ­ში იზ­რდე­ბი­ან, ეს ალექ­სან­დრეს დიდი სურ­ვი­ლი იყო. მო­ნას­ტერ­ში დავ­დი­ო­დით და იქ ვნა­ხეთ ერთი ბავ­შვი, რო­მელ­საც მა­მაო ზრდი­და, მა­შინ გა­და­წყვი­ტა ალექ­სან­დრემ, რომ თუ ვინ­მე ერთ ბავ­შვს მა­ინც დას­ჭირ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა, ჩვენც დავ­ხმა­რე­ბო­დით. სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტო­ში გან­ცხა­დე­ბა შე­ვი­ტა­ნეთ, სა­ი­და­ნაც მა­ლე­ვე მო­ვი­და პა­სუ­ხი ოთხ დედ­მა­მიშ­ვილს დრო­ე­ბით ესა­ჭი­რო­ე­ბო­დათ დახ­მა­რე­ბა და თავ­შე­სა­ფა­რი. თა­ვი­დან დავ­ფიქ­რდი თუ რო­გო­რი რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და სხვის შვი­ლებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა, მაგ­რამ მე და ალექ­სან­დრემ მათი მდგო­მა­რე­ო­ბა რომ ვნა­ხეთ, და­უ­ფიქ­რებ­ლად წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ და უკვე ათი წე­ლია ვზრდი. ბავ­შვებს ავად­მყო­ფო­ბის გამო, დედა მალე გარ­და­ეც­ვა­ლათ. ოთხი­ვე დე­დას მე­ძა­ხის, ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი, ვერ ვარ­ჩევ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის­გან, მე სულ მათ გვერ­დით ვარ.

267506666-1346618735793485-4128600134528905428-n-40775-1639814064.jpg

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ალექ­სან­დრეს ცხოვ­რე­ბა­ში იყო უკ­რა­ი­ნუ­ლი „ვო­ი­სი“ და დიდი წარ­მა­ტე­ბა. რო­გორ ახერ­ხებთ უზ­რუნ­ველ­ყოთ შვი­ლის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა?

- ალექ­სან­დრეს უკ­რა­ი­ნულ „ვო­ის­ში“ გა­მოს­ვლა ჩემი ერთ-ერთი დიდი სურ­ვი­ლი იყო. მარ­თა­ლია, ოჯახს მა­შინ არ გვქონ­და საკ­მა­რი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ ჩვენ ყვე­ლამ ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით შევ­ძე­ლით რომ სა­ბავ­შვო „ვო­ი­სის“ შე­სარ­ჩევ ტურ­ზე გაგ­ვეგ­ზავ­ნა. პირ­ვე­ლი­ვე წას­ვლის შემ­დეგ და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი, რა­მაც ეს უდი­დე­სი გა­მარ­ჯვე­ბა და სი­ხა­რუ­ლი მოგ­ვი­ტა­ნა.

განაგრძეთ კითხვა