სამი ოქროს მედალი და სამი რეკორდი - "მოვხსენით ყველა დროის რეკორდები... ლაშა ტალახაძე, მადლობა!" | Allnews.Ge

სამი ოქროს მედალი და სამი რეკორდი - "მოვხსენით ყველა დროის რეკორდები... ლაშა ტალახაძე, მადლობა!"

ქარ­თველ­მა ძა­ლო­სან­მა ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ +109 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ტაშ­კენ­ტში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო და ხუთგზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

ტა­ლა­ხა­ძემ ჯამ­ში სამი ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა და სამი მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა.

ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ ატაც­ში 210, 218, 225 კგ დაძ­ლია, რი­თიც სა­კუ­თა­რი რე­კორ­დი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა. აქამ­დე მის მიერ დამ­ყა­რე­ბუ­ლი რე­კორ­დი 223 კგ იყო. აკ­ვრა­ში კი 247 კგ-ით და­ი­წყო და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბა გა­ი­ფორ­მა. მე­ო­რე ცდა­ზე ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ 257 კგ დაძ­ლია, მე­სა­მე ცდა­ზე კი - 267 კგ, რაც ასე­ვე მსოფ­ლიო რე­კორ­დია.

"ჩვენ დღეს მე­ხუ­თედ მო­ვი­გეთ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი ძა­ლოს­ნო­ბა­ში! მოვხსე­ნით ყვე­ლა დრო­ის რე­კორ­დე­ბი...

ატა­ცი 225 კგ

აკ­ვრა 267 კგ

ორ­ჭი­დი 492 კგ.

Lasha Talakhadze მად­ლო­ბა", - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ძა­ლო­სან­თა ნაკ­რე­ბის ექი­მი გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი.

myquiz