მომავალი წლიდან თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდება - რომელ ქუჩებზე იმოძრავებს ტრანსპორტი? | Allnews.Ge

მომავალი წლიდან თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდება - რომელ ქუჩებზე იმოძრავებს ტრანსპორტი?

მომავალი წლისთვის თბილისში 18-მეტრიანი 200 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„2022 წელს ჩვენ ვასრულებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვას. ეს არის 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსები. შემდეგ უკვე მომავალი წლისთვის ვფიქრობთ, 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანას, თუმცა, ამ ეტაპზე, რვამეტრიანი ავტობუსების შესყიდვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მთლიანად მოგვარდება.

მიმდინარე წლის ბოლომდე, ქალაქში ლურჯი მიკროავტობუსები შემოვა და მომავალი წლის პირველ კვარტალში ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება“, - განაცხადა კალაძემ.

განაგრძეთ კითხვა