"ჩემი მეუღლე ნუგო ჩემზე 9 წლით უმცროსია. მასში ყველაზე მეტად გამიმართლა" - რას ჰყვება თეა წულუკიანი მეორე ნახევარზე? | Allnews.Ge

"ჩემი მეუღლე ნუგო ჩემზე 9 წლით უმცროსია. მასში ყველაზე მეტად გამიმართლა" - რას ჰყვება თეა წულუკიანი მეორე ნახევარზე?

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი გა­და­ცე­მა "სა­ღა­მოს პოსტს“ სტუმ­რობ­და, სა­დაც გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა მე­უღ­ლე­ზე და მათი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ზე. მი­ნის­ტრი ხში­რად ხდე­ბა ბუ­ლინ­გი­სა და კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი, მაგ­რამ რო­გორც წუ­ლუ­კი­ა­ნი ამ­ბობს მე­უღ­ლე ნუგო კა­კუ­ლია, ამ ყვე­ლა­ფერს "უძ­ლებს“. წყვილს ერთი ქა­ლი­ში­ლი ჰყავს.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი:

- ჩემი მე­უღ­ლე ნუგო ჩემ­ზე 9 წლით უმ­ცრო­სია. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია და ის არის ერთ-ერთი, ვის­შიც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მი­მარ­თლა. ყვე­ლა მა­მა­კაცს მა­ინც თა­ვი­სი მე­უღ­ლე ურ­ჩევ­ნია უფრო მე­ტად შინ იყოს, ვიდ­რე გა­რეთ. ეს ალ­ბათ ბუ­ნებ­რი­ვია, მაგ­რამ ის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი აი­ტა­ნო, რა­საც ნუგო იტანს, ძა­ლი­ან რთუ­ლია, ამას ვა­ღი­ა­რებ.

meriko-wulukiani-77512-1639641434.jpg

ძა­ლი­ან ხში­რად ვარ ოჯა­ხის გა­რეთ. ასე­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, კრი­ტი­კა, უხამ­სი შე­ნიშ­ვნა ის­მის ჩემი მი­სა­მარ­თით და არა­ვინ არის ყრუ. გვეს­მის, ვხე­დავთ და ვკი­თხუ­ლობთ. ის, რომ ეს ჩემ­ზე არა­ვი­თარ გავ­ლე­ნას არ ახ­დე­ნას, არ ნიშ­ნავს, რომ სხვა­ზეც, ჩემ ოჯა­ხის წევ­რებ­ზეც არ მოქ­მე­დებს. მას მარ­თლაც ტაშს ვუკ­რავ, იმი­ტომ, რომ ამი­სი ატა­ნა არ არის ად­ვი­ლი. დიახ, მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ის ამ ყვე­ლა­ფერს იტანს და არის ძა­ლი­ან კარ­გი მე­უღ­ლე და მამა. იმე­დი მაქვს ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თია და დას­რულ­დე­ბა, ჩვენ ვიქ­ნე­ბით ნამ­დვი­ლი ოჯა­ხი.

ნუგო ძლი­ე­რი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. მას აქვს რა­ღა­ცა­ნა­რიი რწმე­ნა, რომ რა საქ­მეც კეთ­დე­ბა, ეს არის კარ­გი. თა­ვად ჩემი მე­უღ­ლეც მო­ნა­წი­ლე­ობ­და 2012 წლის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დიდ გა­მარ­ჯვე­ბა­ში და ამ ბრძო­ლა­ში გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ალ­ბათ ეს ფუნ­და­მენ­ტი გვი­წყობს ხელს, რომ თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ მკაცრ რე­ა­ლო­ბას.