მოქმედებს თუ არა მშობიარის ასაკი ბავშვის ჯანმრთელობაზე | Allnews.Ge

მოქმედებს თუ არა მშობიარის ასაკი ბავშვის ჯანმრთელობაზე

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ქალის ასაკი, რომელიც ბავშვს გაჩენას აპირებს, არ მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე.ხოლო სხვადასხვა გენეტიკური პათოლოგიით ბავშვი შეიძლება ახალგაზრდა მშობიარესაც გაუჩნდეს.

გინეკოლოგების განცხადებით, უფრო მარტივია შედარებით უფროსი ასაკის ორსულების მართვა, რადგანაც მათ ახალგაზრდებზე უკეთ ესმით მიღებული ინფორმაცია და ნაკლებად სარგებლობენ ინტერნეტით მიღებული რჩევებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადრე ხანდაზმულ პირველმშობიარედ ითვლებოდა გოგონა 26 წლის ასაკშიც კი. თუმცა ამჟამად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, 33-35 წლის ასაკი ორსულობისთვის ნორმად არის მიჩნეული.

myquiz