როგორ მოვუაროთ „შობის ვარსკვლავს“? - მცენარე, რომელიც შობას თითქმის ყველა ოჯახშია | Allnews.Ge

როგორ მოვუაროთ „შობის ვარსკვლავს“? - მცენარე, რომელიც შობას თითქმის ყველა ოჯახშია

პუანსეტია - ასე ჰქვია მცენარეს, რომელსაც თითქმის მთელ მსოფლიოში „შობის ვარსკვლავის“ სახელით იცნობენ. წითელი ყვავილები და მწვანე ფოთლები საახალწლო ფერებს ნამდვილად შეესაბამება.

მასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდა არსებობს: მექსიკაში ობოლი და-ძმა ცხოვრობდა, რომლებსაც ძალიან უყვარდათ შობა. ერთ-ერთ შობას, როდესაც მოძღვართან ყველას მიჰქონდა საჩუქარი, და-ძმას კი ამის საშუალება არ ჰქონდა, მათ სწორედ პუანსეტიას ჩუქება გადაწყვიტეს.

1512643036-puansetia-1639469916.jpg

არავინ იცის, მართლაც ამის შემდეგ გახდა თუ არა „ვარსკვლავებიანი მცენარე“ შობის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი, თუმცა ფაქტია, რომ იგი დღეისათვის საქართველოშიც ძალიან პოპულარულია და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ოჯახში იკავებს ადგილს.

იმისათვის, რომ პუანსეტიამ დიდხანს გაძლოს და თავისი მშვენიერებით დაგვატკბოს, აგროტექნოლოგი ნინო ხარხელაური საჭირო რჩევებს გაგვიზიარებს.

myquiz