"ჩემი შვილი, საცოლესთან ერთად, ავარიაში მოჰყვა..." - რას ჰყვება ამირან გამყრელიძე ცხოვრების უდიდეს ტრაგედიაზე | Allnews.Ge

"ჩემი შვილი, საცოლესთან ერთად, ავარიაში მოჰყვა..." - რას ჰყვება ამირან გამყრელიძე ცხოვრების უდიდეს ტრაგედიაზე

1995 წელს, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ოჯახ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. უფ­რო­სი შვი­ლი გიგი გამ­ყრე­ლი­ძე, სა­ცო­ლეს­თან ერ­თად, ავა­რი­ა­ში და­ი­ღუ­პა. ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი გამ­ყრე­ლი­ძეს ყო­ველ­თვის უჭირს, თუმ­ცა ამ­ჯე­რად "იმე­დის" ეთერ­ში, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას, კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნა წლე­ბის წინ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დია.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე:

"ამ დროს ჩემი ცხოვ­რე­ბა გა­ჩერ­და. ჩემი შვი­ლი, სა­ცო­ლეს­თან ერ­თად, ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა. ორი დღით ადრე ჩვენ­თან იყ­ვნენ, როცა ოჯახს თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბი გა­უმ­ხი­ლეს, გა­და­წყდა, რომ ეს ასე უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ორ კვი­რა­ში ნიშ­ნო­ბა უნდა ჰქო­ნო­დათ, შემ­დეგ კი­დევ ორ კვი­რა­ში ქორ­წი­ლი, მა­შინ რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, კა­ხე­თის გზა­ზე პა­ტა­რა სახ­ლი გვქონ­და, ხაშ­მის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ქურ­დეს, იქ და­დი­ო­და ხოლ­მე ჩემი შვი­ლი გიგი.

იქი­დან მო­დი­ოდ­ნენ, რო­დე­საც ეს მძი­მე ავა­რია მოხ­და. ამან ჩვენს ოჯახს ძა­ლი­ან დიდი დამ­ღა და­ას­ვა. ვცდი­ლობ, რომ ეს ჩემი და ჩემი მე­უღ­ლის ტვირ­თი იყოს.

ჩვენ, ორი ოჯა­ხი ისე­თი­ვე ერ­თი­ა­ნე­ბი ვართ, რო­გორც მძახ­ლე­ბი არი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, ქორ­წი­ლი ვერ მო­ეს­წრო, ისი­ნი ერ­თად არი­ან დაკ­რძა­ლუ­ლი, ჩვენ ორი ოჯა­ხი - გამ­ყრე­ლი­ძე­ე­ბი­სა და ტუ­ღუ­შე­ბის, ერ­თი­ა­ნი ოჯა­ხია. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი დღემ­დე ამ ოჯახ­თან მაქვს.

მას შემ­დეგ ჩემი მე­უღ­ლე ეკ­ლე­სი­უ­რი გახ­და, არ­ცერთ შა­ბათ-კვი­რის წირ­ვას არ აც­დენს, ასე­ვეა დო­შას დე­დაც… მათ და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე ერ­თად ვიკ­რი­ბე­ბით, ერ­თა­დერ­თი, ამ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ვე­ღარ ვა­ხერ­ხებთ, რად­გან არ შე­იძ­ლე­ბა. ვიკ­რი­ბე­ბით 5-6 კაცი.

გვაქვს ძა­ლი­ან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა, ურ­თი­ერ­თკავ­შირ­მა იმოქ­მე­და მა­შინ, სა­ჭეს­თან ხომ ჩემი შვი­ლი იჯდა, კი, ის გა­და­ე­ფა­რა, მაგ­რამ… ეს უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა, რო­მე­ლიც 1995 წელს მოხ­და ჩვენ ოჯა­ხებ­ში. სი­კე­თემ, მათ­მა სიყ­ვა­რულ­მა მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი დაძ­ლია, პირ­ველ ეტაპ­ზე შე­იძ­ლე­ბა მტრად მოვ­კი­დე­ბუ­ლი­ყა­ვით ერ­თმა­ნეთს. თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ, ახლა რა ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, არა მარ­ტო მშობ­ლებს, არა­მედ მთელ დიდ სა­ნა­თე­სა­ოს. თით­ქოს, ამ ურ­თი­ერ­თო­ბამ თით­ქოს ცხოვ­რე­ბაც გა­ა­ად­ვი­ლა. შემ­დეგ მე 24-სა­ა­თი­ან მუ­შა­ო­ბა­ში გა­და­ვერ­თე, ამით ვი­ქარ­ვებ­დი ყვე­ლა­ფერს...

ეს მძი­მე ტრა­გე­დია რაც ჩემ ოჯახ­შია, შე­იძ­ლე­ბა არ ყო­ფი­ლი­ყო, მე რომ სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­მე­ღო. დიდი კავ­ში­რე­ბი მქონ­და და მაქვს ავ­სტრი­ას­თან. ზა­ფხუ­ლო­ბით ავ­სტრი­ა­ში ვუშ­ვებ­დი ხოლ­მე გი­გის პრაქ­ტი­კებ­ზე. მთხო­ვა, ერთი თვე დამ­ტო­ვეო და დავ­თან­ხმდი, სულ ეს მა­წუ­ხებს, გარ­კვე­ულ­წი­ლად ამის გამო თავს დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ, მაგ­რამ, არ ვიცი, სწო­რი ვიქ­ნე­ბო­დი თუ არა“, - ამ­ბობს ინ­ტერ­ვი­უ­ში ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე.

ბა­ტონ ამი­რანს ასე­ვე ორი შვი­ლი - ნი­კო­ლო­ზი და თა­მა­რი და ექ­ვსი შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. მისი მე­უღ­ლე ექი­მი-ჰე­მა­ტო­ლო­გი მა­რი­ნა კვე­ზე­რე­ლია.

myquiz