მოგზაურობის მოყვარული ბაიკერი მეუღლე და მოტოციკლების კოლექცია - რა ქონებით ტოვებს მთავრობას ეკატერინე ტიკარაძე და რა არის ცნობილი მის ოჯახზე?
ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლა საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ეკატერინე ტიკარაძე მინისტრად 2019 წლის 18 ივნისს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დანიშნა. ბიძინა ივანიშვილის "ოჯახის სტომატოლოგი" - ასე მოიხსენიებდა წლების განმავლობაში ოპოზიცია მინისტრს.
ეკატერინე ტიკარაძეს ყველაზე რთულ პერიოდში მოუწია ჯანდაცვის მინისტრობამ. თანამდებობის მიღებიდან რამდენიმე თვეში, მსოფლიოში პანდემია დაიწყო. ამ ორ წელზე მეტი ხნის მანძილზე იყო უამრავი პროფესიული კრიტიკა. აკრიტიკებდნენ ჩაცმის, ვარცხნილობის გამო, რადგან ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პანდემიის გამო სილამაზის სალონები დახურული იყო, მინისტრი ყოველდღიურ ბრიფინგებზე ყოველთვის მოწესრიგებული ვარცხნილობით ჩნდებოდა.
2007-2008 წლებში როდესაც ეკატერინე ტიკარაძე გერმანიაში ცხოვრობდა, ცნობილი ქართველი მსახიობის ბადრი კაკაბაძის ვაჟზე, ტატო (ბიძინა კაკაბაძეზე) იქორწინა. ტატოს დედაც ცნობილი მსახიობი დარეჯან ჯოჯუა გახლავთ, თუმცა ბადრი კაკაბაძესთან ქალბატონი დარეჯანი დიდი ხნის დაშორებულია.
ბადრი კაკაბაძე და დარეჯან ჯოჯუა
წყვილს ორი შვილი ჰყავთ. დათა 2002 წელს გერმანიაში შეეძინათ. მეორე შვილი ანასტასია 2011 წელს საქართველოში დაიბადა და მისი ერთ-ერთი ნათლია ბერა ივანიშვილია. განაგრძეთ კითხვა