"მათი ნეშთის ადგილსამყოფელი ოჯახებმა აქამდე არ იცოდნენ... ამ ბრძოლაში 3 700-მდე ქართველი დაეცა" - დაკარგული ჯარისკაცების ახალი სია, ქერჩის კომისიიდან | Allnews.Ge

"მათი ნეშთის ადგილსამყოფელი ოჯახებმა აქამდე არ იცოდნენ... ამ ბრძოლაში 3 700-მდე ქართველი დაეცა" - დაკარგული ჯარისკაცების ახალი სია, ქერჩის კომისიიდან

ქერ­ჩის კო­მი­სია, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დრო და­კარ­გუ­ლი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლებ­ზე მუ­შა­ობს, AMBEBI.GE-ს იმ ქარ­თვე­ლე­ბის სიას აწ­ვდის, რომ­ლე­ბიც ნო­ვო­რო­სი­ის­კის აღე­ბი­სას და­ი­ღუპ­ნენ.

ზოგი მათ­გა­ნის გვარ-სა­ხე­ლი ად­გი­ლობ­რივ სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ოს ობე­ლის­კზეა და­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ მათი ნეშ­თის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ოჯა­ხებს ინ­ფორ­მა­ცია აქამ­დე არ ჰქონ­დათ.

სუ­სა­ნა კი­რა­კო­ზი­ა­ნი, რო­მე­ლიც ქა­ლაქ ნო­ვო­რო­სი­ის­კი, სო­ფელ მი­ცხა­კო­ში, რამ­დე­ნი­მე დღის წინ იმ­ყო­ფე­ბო­და, იქი­დან ქარ­თვე­ლე­ბის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო და­მუ­შა­ვე­ბულ მო­ნა­ცე­მებ­თან ერ­თად, ფო­ტო­მა­სა­ლაც მოგ­ვა­წო­და. მათ შო­რი­საა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბი, ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას მკი­თხვე­ლე­ბი კო­მენ­ტა­რებ­ში ითხოვ­დნენ.

263819522-282525733812693-4751970230630992692-n-33367-1-1639117234.jpg

"რო­დე­საც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში სა­ქარ­თვე­ლო­დან გაწ­ვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ღვაწლ­ზე, ამ პა­ტა­რა ქვეყ­ნის მიერ გა­ღე­ბულ მსხვერ­პლზე ვსა­უბ­რობთ, ხში­რად გვე­უბ­ნე­ბი­ან, საკ­მა­რი­სია, უკვე ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­გე­თო... ახლა ვხვდე­ბი, რომ ჯერ ბევ­რმა ჯერ კი­დევ ვერ გა­ი­გო - მხო­ლოდ სო­ფელ მი­ცხა­კო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი 3 700-მდე ადა­მი­ა­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი ინა­ხე­ბა, რომ­ლე­ბიც ქა­ლაქ ნო­ვო­რი­ის­კის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და­ეც­ნენ.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს ზღვა­ში წვე­თია... უამ­რა­ვი გვა­რი არას­წო­რად წე­რია, ერ­თმა­ნეთ­შია არე­უ­ლი და­ბა­დე­ბის თა­რი­ღე­ბი და ად­გი­ლე­ბი. ამი­ტომ სა­თი­თა­ოდ ვა­მოწ­მებთ არ­ქივ­ში. რო­გორც ჩანს, მათ გვარ-სა­ხე­ლე­ბის ზუს­ტად აღ­ნუს­ხვა­ზე თა­ვის დრო­ზე დი­დად არ უზ­რუ­ნი­ათ. ერთი სი­ტყვით, ძა­ლი­ან დიდი სა­მუ­შა­ოა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ეტაპ­ზე, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლებს გიგ­ზავ­ნით..." - ამ­ბობს კი­რა­კო­ზი­ა­ნი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

263210217-1057462831699027-1691964314700963437-n-33390-1639117265.jpg

გთა­ვა­ზობთ მათ გვარ-სა­ხე­ლებს:

გი­ორ­გი იო­სე­ბის ძე გა­ბე­ლაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელს ქა­ლაქ გორ­ში, კლა­რა ცეტ­კი­ნის ქუ­ჩის # 41. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 21 აპ­რილს.

ვლა­დი­მირ ალექ­სე­ის ძე გა­ბე­რაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელს, თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ რუ­ფოთ­ში.

ირაკ­ლი ია­სო­ნის ძე გე­გე­ში­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი თბი­ლის­ში, ახალ­ცი­ხის # 17. მე­უღ­ლე სო­ფია ივა­ნოვ­ნა.

მი­ხა­ილ თო­მას ძე ბარ­ნა­ბიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წელს, სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბოდ­ბე­ში, ან ბოდ­ბის­ხევ­ში.

ილია კე­ტე­სოს ძე ზე­დე­ლაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელს სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯუ­გა­ან­ში. მე­ტყვი­ამფრქვე­ვე.

აპო­ლონ ან­თი­მო­ნის ძე კე­ვე­რენ­ჩხი­ლა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელს, ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სუფ­სა­ში. მე­ტყვი­ამფრქვე­ვე­თა დი­ვი­ი­ზი­დან.

გერ­სა­ფონ (ან გე­რა­სი­მე) პეტ­რეს ძე გუ­რაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელს სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ტი­ბა­ან­ში.

იო­სებ პლა­ტო­ნის ძე გვე­ლე­სი­ა­ნი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელს ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ძი­რუ­ლა­ში. 1942 წლის აგ­ვის­ტომ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში და­ი­ღუ­პა ნო­ვო­რო­სი­ის­კის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სას. მის პი­რად მო­ნა­ცე­მებ­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა, რომ ამის შე­სა­ხებ ოჯა­ხის წევ­რებს აც­ნო­ბეს.

აკა­კი ფი­ლი­პეს ძე ეს­ვან­ჯია - და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წელს, სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ონ­ში, ბე­რი­ას ქუჩა #36. არ­მი­ა­ში ირი­ცხე­ბო­და 1939 წლი­დან. წო­დე­ბა - უფ­რო­სი ლე­ი­ტან­ტი, მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვის შტურ­მა­ნი. და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი იყო რამ­დე­ნი­მე საბ­რძო­ლო ჯილ­დო­თი. 1942 წელს მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და სამი წი­თე­ლი ვარ­სკვლა­ვი, 1943 წელს სე­ვას­ტო­პო­ლის თავ­დაც­ვა­ში აღე­ბუ­ლი აქვს ორ­დე­ნი. მე­ო­რე წი­თე­ლი ჯვრის ორ­დე­ნი კი, 1944 წელს, შავი ზღვის ფლო­ტის­გან. იმა­ვე წლის 4 აპ­რილს და­ი­ღუ­პა მი­ცხა­კოს სამ­ხედ­რო აე­როდ­რომ­ში ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში.