ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა | Allnews.Ge

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქმიანობას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

ტიკარაძემ ისაუბრა მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე.

მისი თქმით, მისთვის ჯანდაცვის მინისტრობა იყო დიდი პასუხისმგებლობა. ეკატერინე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს.