"60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ" - კახა კალაძე | Allnews.Ge

"60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ" - კახა კალაძე

"თბი­ლი­სის ყვე­ლა რა­ი­ონ­ში მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრე­ბი მო­ე­წყო­ბა" - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლო­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და და ახალ­გაზ­რდო­ბის, სპორ­ტის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მომ­დევ­ნო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მილ პრო­ექ­ტებ­ზე ისა­უბ­რა.

კა­ლა­ძის თქმით, 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით უფა­სოდ ისარ­გებ­ლე­ბენ.

"ახალ­გაზ­რდო­ბის, სპორ­ტის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვგეგ­მავთ ათი მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრის პრო­ექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბას. ორი უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს - სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში და დიდ დი­ღომ­ში. ამას და­ე­მა­ტე­ბა რვა ახა­ლი პრო­ექ­ტი. გვინ­და, ყვე­ლა რა­ი­ონ­ში იყოს სივ­რცე, სა­დაც გან­თავ­სდე­ბა სა­კა­ლათ­ბურ­თო, სა­ფეხ­ბურ­თო მო­ედ­ნე­ბი, ფიტ­ნეს ზონა, სა­ცუ­რაო აუზი, მე­დი­ა­თე­კა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით უფა­სოდ ისარ­გებ­ლე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია მომ­დევ­ნო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და გა­სარ­თო­ბი ინ­დუსტრი­ე­ბის აქ­ტი­ურ მხარ­და­ჭე­რა­საც გეგ­მავს.

"მომ­დევ­ნო წლებ­ში ვა­პი­რებთ, კო­ჯორ­ში მას­შტა­ბუ­რი, მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი ახალ­გაზ­რდუ­ლი სოფ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას, მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სახ­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბას, ციფ­რუ­ლი ჰა­ბე­ბის მო­წყო­ბას, რვა ბიბ­ლი­ო­თე­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი­სა და შშმ ახალ­გაზ­რდე­ბის სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბას, მუ­ზე­უ­მე­ბი­სა და სახლ-მუ­ზე­უ­მე­ბის, ასე­ვე, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, დენ­დრო­ლო­გი­ურ პარკში სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ჰა­ბე­ბის მო­წყო­ბას, სკე­იტ­პარ­კე­ბი­სა და სხვა გა­სარ­თო­ბი სივ­რცე­ე­ბის მო­წყო­ბას, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და გა­სარ­თო­ბი ინ­დუსტრი­ე­ბის აქ­ტი­ურ მხარ­და­ჭე­რას“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

myquiz