რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი "ნონა გაფრინდაშვილი "ნეთფლიქსის" წინააღმდეგ“ საქმეზე და როდის გაიმართება სასამართლო | Allnews.Ge

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი "ნონა გაფრინდაშვილი "ნეთფლიქსის" წინააღმდეგ“ საქმეზე და როდის გაიმართება სასამართლო

ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კის, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი "ნეთფლიქ­სის" წი­ნა­აღ­მდეგ“ საქ­მე­ზე პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში, 24 იან­ვარს და­ი­ნიშ­ნა. ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კე ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის­გან ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ 5 მი­ლი­ონ დო­ლარს მო­ი­თხოვს.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა მაია მწა­რი­აშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, სა­სა­მარ­თლო დავა შე­ე­ხე­ბა ეპი­ზოდს, სა­დაც სა­უ­ბა­რია, რომ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს არას­დროს უთა­მა­შია მა­მა­კა­ცებ­თან და მოხ­სნე­ბუ­ლია რუს მო­ჭად­რა­კედ. მი­სი­ვიე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნია "ნე­ტფ­ლიქსმა” წარ­მო­ად­გი­ნა დაც­ვის ტრა­დი­ცი­უ­ლი გზა და იშუ­ამ­დგომ­ლა სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის შე­წყვე­ტა­ზე, რაც "არა­და­მა­ჯე­რებ­ლად და სუს­ტად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა”.

f07780c3858ce0da28de845d6ff323f5-xl-1638875888.jpg

"ჩვენ მო­ვი­თხოვთ და­ე­ვა­ლოს კომ­პა­ნია "ნე­ტფ­ლიქსს” “და­ე­კის­როთ ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის სა­ხით და დე­ფა­მა­ცი­უ­რი ფრა­ზის გა­მოს­წო­რე­ბას სე­რი­ალ­ში. პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო მოს­მე­ნა ამ საქ­მე­ზე და­ი­ნიშ­ნა 24 იან­ვარს, კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში. მო­ლო­დი­ნი გვაქვს ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ წი­ნას­წა­რი შე­დე­გის გა­მოც­ნო­ბა შეგ­ვიძ­ლია, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე სტრა­ტე­გი­უ­ლად კი­დევ უფრო წინ ვართ, ვიდ­რე მა­შინ, რო­დე­საც შე­ვი­ტა­ნეთ სარ­ჩე­ლი. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია სა­სა­მარ­თლოს ვაჩ­ვე­ნოთ, რომ ზე­და­პირ­ზე დევს "ნე­ტფ­ლიქ­სის“ ბო­რო­ტი გან­ზრახ­ვა - შე­ეც­ვა­ლა სწო­რი ფრა­ზა არას­წო­რი ფრა­ზით”, - აღ­ნიშ­ნა მაია მწა­რი­აშ­ვილ­მა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რი და სცე­ნა­რის­ტი გა­მო­ი­კი­თხა, რო­მე­ლიც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო და კა­რი­ე­რის დიდ ნა­წილს მა­მა­კა­ცებ­თან თა­მაშს უთ­მობ­და.

"ჩვენ გა­მოვ­კი­თხეთ ამ სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რი და სცე­ნა­რის­ტი ფრენკ სკო­ტი, რო­მე­ლიც "ნე­ტფ­ლიქსმა“ მო­იშ­ვე­ლია სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად, ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, მან იცო­და, რომ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი იყო რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი, ასე­ვე ეცო­დი­ნე­ბო­და, რომ მისი პრო­ფე­სი­ის დიდი ნა­წი­ლი ეთ­მო­ბო­და მა­მა­კა­ცებ­თან თა­მაშს, თუმ­ცა მა­ინც გან­გებ შეც­ვა­ლა ეს. პრე­ზუმფცია იმი­სა, რომ ამ ფრა­ზის შემ­ცვლე­ლი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მიზ­ნე­ბით არ მოქ­მე­დებ­და, ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. სა­ნამ სა­სა­მარ­თლოს მივ­მარ­თავ­დით, ჯერ მივ­მარ­თეთ "ნე­ტფ­ლიქსს”, ვთხო­ვეთ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გას­წო­რე­ბა სცე­ნარ­ში, ეს მო­ლა­პა­რა­კე­ბა უშე­დე­გოდ დამ­თავ­რდა, რო­გორც ჩანს, სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით არ მი­უდ­გნენ ამ სა­კითხს, ამი­ტომ მი­ვე­დით სა­სა­მარ­თლომ­დე. მხა­რე­ებს ყო­ველ­თვის შე­უძ­ლი­ათ მო­რიგ­დნენ, მი­ვიდ­ნენ გარ­კვე­ულ შე­თან­ხმე­ბამ­დე, მაგ­რამ პრო­ცე­სი იწყე­ბა იან­ვარ­ში და ვნა­ხოთ სა­დამ­დე მი­ვალთ”, - აღ­ნიშ­ნა მაია მწა­რი­აშ­ვილ­მა.

myquiz