რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა სარესტორნო ბიზნესი „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების შემდეგ | Allnews.Ge

რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა სარესტორნო ბიზნესი „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების შემდეგ

„ჩვენ რეალურად პრობლემა გვაქვს ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ეს ეხება კოვიდ პასპორტების წაკითხვას და მის გამოყენებას, როგორც ჩამოსული სტუმრების, ისე ადგილობრივების შემთხვევაში“,- ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გარდა ტექნიკური ხარვეზებისა, ზარალდებიან გარკვეულ სეგმენტზე ორტიენტირებული ობიექტები. როგორც შოთა ბურჯანაძე ამბობს, ქართული რეალობიდან გამომდინარე, ტრადიციულ რესტორნებს როგორც წესი, რამდენიმე კაცისგან შემდგარი ჯგუფები სტუმრობდნენ, ახალ რეალობაში კი, თუ მათგან თუნდაც ერთს, მწვანე სტატუსი არ აქვს, ობიექტში ვიზიტისგან მთლიანი ჯგუფი თავს იკავებს. შედეგად, ამ კონკრეტულ სეგმენტს, მომხმარებლები 20-40%-ით შეუმცირდა.

„მწვანე პასპორტების იდეა, რაც უნდა ყოფილიყო, იმუნიზაციის დაჩქარება და უსაფრთხო ზონების შექმნა, ისე რომ, ეს ნეგატიური გავლენა არ მოეხდინა ბიზნეს ოპერატორზე, სამწუხაროდ (როგორც წინასწარ გვქონდა ნათქვამი), არ გამართლდა.

დღეს ჩვენს სფეროში არსებობს სეგმენტი, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში უკვე დაზარალდა და გრძელვადიანში უფრო მეტ ზიანს მიიღებს. განსაკუთრებით, რეგიონები. კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, ჩვენ რეალურად პრობლემა გვაქვს ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ეს ეხება კოვიდ პასპორტების წაკითხვას და მის გამოყენებას, როგორც ჩამოსული სტუმრების, ისე ადგილობრივების შემთხვევაში. ყველაზე მთავარი, რაც აქ არის, დიდ და საშულო რესტორნებს მომხმარებლები ძალიან დააკლდათ. იქიდან გამომდინარე, რომ პროცენტულად შედარებით ცოტაა ის, ვინც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

ჩვენ ქვეყანაში, რესტორნების ნაწილში, არ არის გათვალისწინებული შემდეგი პრინციპი, მაგალითად, უცხოეთში წყვილი მიდის რესტორანში იმისთვის, რომ კერძები მიირთვას, ჩვენთან, როგორც წესი, დადიან საქეიფოდ. არა ორი, არამედ, ჯგუფები. როდესაც მათგან ერთი ადამიანი მაინც არის, ვინც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, თავისთავად ჯგუფი უარს ამბობს რესტორნის სტუმრობაზე. ქართული რეალობისთვის, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა.

პატარა რესტორნების შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნაზე არ ასახულა. პირიქით, ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებლის რაოდენობა გაიზარდა კიდეც. ის ვინც, თავს არიდებდა რესტორანში წასვლას, რადგან იქ შეკრებილი ხალხი საფრთხე იყო, მწვანე ზონის პირობებში, პატარა რესტორნებში გამოჩნდნენ. ამასთან, ისინი, ვინც ასეთი ტიპის რესტორნებში ისედაც დადიოდნენ, დარჩნენ. მაგრამ ე.წ ტრადიციულ რესტორნებს სტუმრის 20-40% ავტომატურად მოაკლდა“,- ამბობს შოთა ბურჯანაძე.

რაც შეეხება კონკრეტულ სისტემურ ხარვეზებს, „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე შემდეგნაირად განმარტავს:

„მოლოდინი, რომ ხარვეზები არ იქნებოდა, ნამდვილად არ გვქონია. ჩვენ ამის არაერთი მაგალით გვქონდა, არა მხოლოდ ამ წელს, არამედ გასულ წლებშიც. რამდენიმე წლის წინ, საქართველო უპრეცენდენტო, ჩემპიონთა ლიგის სუპერ მატჩს მართავდა და იქ ვერ მოხდა ბილეთებზე ტექნიკურად გამართული სისტემის შექმნა. ამის შემდეგ უკვე კოვიდ ვითარების დროს, ვერცერთი ვაქცინის რეგისტრაცია ვერ ხდებოდა ტექნიკური გამართულობით და რატომ უნდა ყოფილიყო ეს გამონაკლისი? განაგრძეთ კითხვა

myquiz