10 მილიონი რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ - მოსკოვს თანხის გადახდის ვადა წლის ბოლომდე მისცეს | Allnews.Ge

10 მილიონი რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ - მოსკოვს თანხის გადახდის ვადა წლის ბოლომდე მისცეს

მოს­კოვ­მა, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, 2006 წელს რუ­სე­თი­დან დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ და­კის­რე­ბუ­ლი 10 მი­ლი­ო­ნი ევრო უნდა გა­და­ი­ხა­დოს.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გახ­და ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მის შემ­დეგ, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრე­ბის მო­ად­გი­ლე­ე­ბის დო­ნე­ზე გა­ი­მარ­თა.

ევ­რო­პის საბ­ჭოს ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ გა­დახ­და უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს "ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში წლის ბო­ლომ­დე“, და­რი­ცხუ­ლი გა­ნაც­დე­ნი პრო­ცენ­ტე­ბით ევ­რო­საბ­ჭოს სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე.

მე­დი­ის ცნო­ბით, ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტეტ­ში აღ­ნიშ­ნეს, რომ რუ­სე­თი და­თან­ხმდა, ხელი მო­ე­წე­რა შე­სა­ბა­მის მე­მო­რან­დუმს ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, ხელი ჯერ არ მო­უ­წე­რია.

ქარ­თულ­მა მხა­რემ უკვე გა­ა­ფორ­მა მე­მო­რან­დუ­მი ევ­რო­პის საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან. მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტი სა­კი­თხის გან­ხილ­ვას 2022 წლის მარ­ტში, 1428-ე სე­სი­ა­ზე და­უბ­რუნ­დე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნის­ში მი­ნის­ტრთა კო­მი­ტეტ­მა მო­უ­წო­და რუ­სეთს, 6 სექ­ტემ­ბრამ­დე გა­და­ე­ხა­და პირ­და­პირ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კომ­პენ­სა­ცია, რო­მე­ლიც მი­კუთ­ვნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, ან ხელი მო­ე­წე­რა ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მე­მო­რან­დუ­მის­თვის, რო­მე­ლიც ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის გა­და­რი­ცხვის ნე­ბას იძ­ლე­ვა.

მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში იუს­ტი­ცი­ის იმ­დრო­ინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა გოჩა ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მოს­კო­ვი მზად არის, შე­უ­ერ­თდეს სა­კი­თხის გან­ხილ­ვას კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­დის შე­სა­ხებ, 2006 წელს რუ­სე­თი­დან დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. მოს­კო­ვის პო­ზი­ცი­ას მან უწო­და „მცი­რე ნა­ბი­ჯი წინ“.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მოს­კოვს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ 10 მი­ლი­ო­ნი ევ­როს გა­დახ­და 2019 წლის და­სა­წყის­ში და­ა­კის­რა.

myquiz