"ასეთი სტილის გამო გადასახადები გაუზარდეთ" - ილონ მასკის ახალი, უჩვეულო ვარცხნილობა, რომელმაც საზოგადოება გაამხიარულა | Allnews.Ge

"ასეთი სტილის გამო გადასახადები გაუზარდეთ" - ილონ მასკის ახალი, უჩვეულო ვარცხნილობა, რომელმაც საზოგადოება გაამხიარულა

SpaceX-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მი­ლი­არ­დე­რი ილონ მას­კი მხო­ლოდ თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით არ იპყრობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას, ხში­რად ის მე­დი­ის ფურ­ცლებ­ზე ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა, თუ სტი­ლის გამო ხვდე­ბა.

მა­გა­ლი­თად, ბო­ლოს ილონ­მა პა­პა­რა­ცე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ეპა­ტა­ჟუ­რი ვარ­ცხნი­ლო­ბით მი­ი­პყრო.

პა­პა­რა­ცებ­მა ის მა­ი­ა­მი­ში, სპორტდარ­ბაზ­თან შე­ნიშ­ნეს. ფო­ტო­ე­ბი ჯერ მე­დი­ა­ში და შემ­დეგ უკვე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სწრა­ფად გავ­რცელ­და და მათ არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა.

ზო­გი­ერ­თი მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის ახალ­მა ვარ­ცხნი­ლო­ბამ გა­ა­ხა­ლი­სა, ზოგ­მა მო­უ­წო­ნა ახა­ლი სტი­ლი, ზო­გის აზ­რით კი, შე­საძ­ლოა, მალე ასე­თი ვარ­ცხნი­ლო­ბა მას­კის გავ­ლე­ნით, მო­და­ში დამ­კვიდ­რდეს.

maski3-68452-1638855763.jpg

"და­ძი­ნე­ბა მსურ­და, მაგ­რამ ვერ ვი­ძი­ნებ, რად­გა­ნაც უბ­რა­ლოდ სი­ცილს ვერ ვწყვეტ, როცა ილო­ნის ახალ ვარ­ცხნი­ლო­ბას ვხე­დავ.“

"ამ ვარ­ცხნი­ლო­ბის გამო მასკს გა­და­სა­ხა­დე­ბი გა­უ­ზარ­დეთ.“

"ნე­ტავ სარ­კე­ში ჩა­ი­ხე­და? იცის რომ ასე­თი ვარ­ცხნი­ლო­ბა აქვს?“

"ილონ, გვი­თხა­რი, რამ­დე­ნი გა­და­უ­ხა­დე სტი­ლისტს", - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მას­კის ფო­ტო­ე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში.

ცნო­ბის­თვის, კომ­პა­ნია Tesla-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი, გა­ნაგ­რძობს კომ­პა­ნი­ა­ში სა­კუ­თა­რი წი­ლის შემ­ცი­რე­ბას. სა­კუ­თარ კომ­პა­ნი­ა­ში. მან ნო­ემ­ბრის და­სა­წყი­სი­დან ამ დრომ­დე 11 მლრდ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის აქ­ცია გა­ყი­და.

ამე­რი­კის ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის კო­მი­სი­ის SEC-ი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბო­ლოს მასკმა 934 ათა­სი ცალი აქ­ცია გა­ყი­და.