"ჩვენთან "ომიკრონი“, სავარაუდოდ, 2-3 კვირის შემდეგ გამოჩნდება... გვექნება შტორმი. ძალიან სწრაფად გადაგვივლის" - დევი ტაბიძე | Allnews.Ge

"ჩვენთან "ომიკრონი“, სავარაუდოდ, 2-3 კვირის შემდეგ გამოჩნდება... გვექნება შტორმი. ძალიან სწრაფად გადაგვივლის" - დევი ტაბიძე

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რის, ჯან­დაც­ვის სფე­როს ექ­სპერ­ტის, დევი ტა­ბი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ ქვე­ყა­ნა­ში "ომიკ­რო­ნი“ გავ­რცელ­დე­ბა "შტორ­მი გვექ­ნე­ბა და ვირუ­სი ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­დაგ­ვივ­ლის“.

დევი ტე­ბი­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი 3 კვი­რის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, დას­ძენს, რომ "ომიკ­რონს“ "სე­რი­ო­ზუ­ლი კლი­ნი­კუ­რი და­სა­წყი­სი აქვს“, რაც მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­სა და ძლი­ერ დაღ­ლი­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

"ახლა გვექ­ნე­ბა შტორ­მი. ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­დაგ­ვივ­ლის. ეს არის სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბა­დი ვირუ­სი. ჯერ ერ­თა­დერ­თი სა­სი­ხა­რუ­ლო არის ის, რომ ამ ყვე­ლა­ფერს გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ჯერ არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ასე­თი ფაქ­ტი. "ომიკ­რო­ნი“ 40-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სირ­და. ჩვენ­თან "ომიკ­რო­ნი“ არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მაქ­სი­მუმ 2-3 კვი­რის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდე­ბა. მთა­ვა­რია, რომ მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ალ­ბათ, "პი­სი­არ“ ტეს­ტი მო­ა­ხერ­ხებს. სწრაფ ტეს­ტებ­ზე ამ ეტაპ­ზე სა­უ­ბა­რი არ არის.

მთა­ვა­რია, რომ "ომიკ­რონს“ ახა­სი­ა­თებს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კლი­ნი­კუ­რი და­სა­წყი­სი. დაღ­ლი­ლო­ბის ძლი­ე­რი სინ­დრო­მით და აგ­რე­სი­უ­ლი, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით იწყე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ შტა­მი ძა­ლი­ან ძლი­ე­რია თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით", - გა­ნა­ცხა­და დევი ტა­ბი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ზე ცუდი იქ­ნე­ბა, თუ "დელ­ტა­სა" და "ომიკ­რო­ნის" თან­ხვედ­რა იქ­ნე­ბა.

"დელ­ტა“ ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულს, თუ გან­მე­ო­რე­ბით "ომიკ­რო­ნი“ და­ე­მა­ტე­ბა, ეს და­ამ­ძი­მებს პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ეს არის ამ ეტაპ­ზე რისი თქმაც შეგ­ვიძ­ლია“, - აღ­ნიშ­ნავს ტა­ბი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცესს, რო­გორც დევი ტა­ბი­ძე გან­მარ­ტავს, ვაქ­ცი­ნა­ცია მუ­შა­ობს, რა­საც ის ფაქ­ტი ადას­ტუ­რებს, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტი ძა­ლი­ან და­ბა­ლია და "თით­ქმის არ არის"

myquiz