"ამ მოვლენების შესახებ ალბათ, უნდა იცოდნენ ჩვენმა მოსწავლეებმა" - რას აცხადებს განათლების სამინისტრო ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერზე? | Allnews.Ge

"ამ მოვლენების შესახებ ალბათ, უნდა იცოდნენ ჩვენმა მოსწავლეებმა" - რას აცხადებს განათლების სამინისტრო ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერზე?

გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის მე-9 კლა­სის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში, რო­მელ­მაც 2012 წლის მოვ­ლე­ნე­ბის აღ­წე­რის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, "ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­მარ­თუ­ლად, კომ­პე­ტენ­ტუ­რად და მრა­ვალ­მხრი­ვა­დაა აღ­წე­რი­ლი და ის პრო­ცე­სე­ბის შე­ფა­სე­ბის ნა­წილს არ მო­ი­ცავს“.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვამ გა­ნა­ცხა­და, "ცოტა რთუ­ლია იმის თქმა, რომ ეს ის­ტო­რი­ის გა­და­წე­რის მცდე­ლო­ბაა“.

ამას­თან, ჩი­ქო­ბა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, წიგნ­ზე აქამ­დე უარ­ყო­ფი­თი პო­ზი­ცია არა­ვის და­უ­ფიქ­სი­რე­ბია.

"წინა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია მხო­ლოდ მე-9 კლას­ში ის­წავ­ლე­ბო­და. ახლა, ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ის­ტო­რია რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­გა­ნი, ის­წავ­ლე­ბა მე-7, მე-8 და მე-9 კლა­სებ­ში - უძ­ვე­ლე­სი პე­რი­ო­დი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე პე­რი­ო­დამ­დე. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია გაშ­ლი­ლია მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის კონ­ტექ­სტში, ანუ პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ხი­ლუ­ლია თუ რა მოვ­ლე­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შე­სა­ბა­მი­სად, მე-9 კლას­ში მო­ექ­ცა უახ­ლე­სი პე­რი­ო­დი და ამის მცდე­ლო­ბაა, რომ აი­სა­ხოს უახ­ლე­სი წლე­ბი, მათ შო­რის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია - და­წყე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი­დან, მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტით, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი და ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გო­რიც არის აფხა­ზე­თის და სა­მა­ჩაბ­ლოს და­კარ­გვა, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის პე­რი­ო­დი, რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცია და ა.შ. ყვე­ლა ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის გა­შუ­ქე­ბის მცდე­ლო­ბაა. ორი გრი­ფი­რე­ბუ­ლი წიგ­ნი გვაქვს, რო­მელ­საც გრი­ფი 2021 წელს მი­ე­ნი­ჭა და წელს შე­ვი­და ეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი სკო­ლებ­ში. ვფიქ­რობთ, ძა­ლი­ან მშრა­ლად და კომ­პე­ტენ­ტუ­რად არის გად­მო­ცე­მუ­ლი ორი­ვე წიგნ­ში ეს ამ­ბე­ბი. იქ ხაზ­გას­მუ­ლია ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით შეც­ვლა­ზე, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია და ა.შ. თუმ­ცა, ეს პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან მოკ­ლედ არის გად­მო­ცე­მუ­ლი. გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს თვი­თონ არ ქმნის.

სტან­დარ­ტში სა­კი­თხე­ბი არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, თუ რა უნდა შე­ვი­დეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში, იქ უბ­რა­ლოდ წე­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა აღი­ნიშ­ნოს. ამი­ტომ არის ეს ორი ფაქ­ტიც - ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა და 2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბია. ამა­ზე აჟი­ო­ტა­ჟის ატე­ხა არ მგო­ნია, სწო­რი იყოს. შე­ფა­სე­ბა არც 2012 წლის მოვ­ლე­ნე­ბის და არც წინა პე­რი­ო­დის მმარ­თვე­ლო­ბის არ ხდე­ბა. მხო­ლოდ ფაქ­ტად არის მოყ­ვა­ნი­ლი. ამ მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ალ­ბათ, უნდა იცოდ­ნენ ჩვენ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა. ცოტა რთუ­ლია იმის თქმა, რომ ეს ის­ტო­რი­ის გა­და­წე­რის მცდე­ლო­ბაა. ამა­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იმ­სჯე­ლე­ბენ. რე­ცენ­ზენ­ტე­ბი და შემ­ფა­სებ­ლე­ბი ამას შე­ა­ფა­სე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა ფაქ­ტობ­რივ უზუს­ტო­ბებს, თუ ასე­თი არ­სე­ბობს, ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­ეძ­ლე­ბა მოგ­ვმარ­თოს და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს გან­მე­ო­რე­ბით ბეჭდ­ვა­ზე წას­ვლი­სას გას­წორ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ამ ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ზე უზუს­ტო­ბა არა­ვის და­უ­ფიქ­სი­რე­ბია.

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი გრი­ფი­რე­ბა­ზე რომ შე­მო­დის, ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­რო­დაც იდე­ბა და ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­უძ­ლია ნა­ხოს. გარ­და ამი­სა, შემ­ფა­სე­ბელ­თა კო­მი­სი­ა­ში შე­სუ­ლია აკა­დე­მი­უ­რი წრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ორი მოქ­მე­დი პე­და­გო­გი, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ექ­სპერ­ტი, ფსი­ქო­ლო­გი, ფი­ლო­ლო­გი, ასე­ვე სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მე­ლიც ამოწ­მებს დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და დის­კრე­დი­ტა­ცი­უ­ლი ენის­გან რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, და­ცუ­ლი იყოს რე­ლი­გი­უ­რი და ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ბა­ლან­სი, აღ­ნიშ­ნულ მი­მარ­თუ­ლე­ბას. იდე­ა­ლუ­რი ნაშ­რო­მი არ არ­სე­ბობს, ყვე­ლა ნაშ­რომ­ში რა­ღაც არის, მაგ­რამ ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლომ გა­და­ლა­ხა 90%-იანი ბა­რი­ე­რი, რაც არის და­წე­სე­ბუ­ლი, მი­ე­ცა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და სა­ბო­ლოო სახე მი­ი­ღო ისე­თი, რო­გო­რიც არის“, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ბა­ვამ.

ამას­თან, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა, ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ზე ერთი წლის შემ­დეგ "კმა­ყო­ფი­ლე­ბის კვლე­ვა“ ჩა­ტარ­დეს.

"სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით "კმა­ყო­ფი­ლე­ბის კვლე­ვა“ ჩა­ტარ­დე­ბა ფო­კუს ჯგუ­ფებ­თან, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან და შე­ნიშ­ვნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მა­ში­ნაც მოხ­დე­ბა. ეს კვლე­ვა ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო წელს ჩა­ეშ­ვა და ერთი წელი მა­ინც უნდა გა­ვი­დეს, კვლე­ვა რომ ჩა­ვა­ტა­როთ“, - აღ­ნიშ­ნა ჩი­ქო­ბა­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­ტო­რი­ის გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რე­ბი არი­ან: ნატო ახ­მე­ტე­ლი, ბე­სიკ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ნა­თია ფირ­ცხა­ლა­ვა ("დი­ო­გე­ნე“), ასე­ვე მზია სურ­გუ­ლა­ძე, ვლა­დი­მერ კე­კე­ლია, რუ­სუ­დან ლა­ბა­ძე, შო­რე­ნა მუ­რუ­სი­ძე, მა­ნა­ნა ქურ­თუ­ბა­ძე "ლო­გოსპრე­სი“.

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მე- 9 კლა­სის ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს პროგ­რა­მი­დან ამო­ღე­ბას ითხოვს. მათი პრე­ტენ­ზია იმ ქვე­თა­ვებს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტოს ომს, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას“ და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ეხე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბით, წიგ­ნი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლია და მას­ში მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხოტ­ბის შეს­ხმა ხდე­ბა, ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ როლი კი დაკ­ნი­ნე­ბუ­ლია და უფრო მე­ტად უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტშია წარ­მო­ჩე­ნი­ლი.

myquiz