რამდენად ეფექტიანია და რა უკუჩვენებები შეიძლება ახასიათებდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველ წამალს -რა ვიცით მოლნუპირავირის შესახებ? | Allnews.Ge

რამდენად ეფექტიანია და რა უკუჩვენებები შეიძლება ახასიათებდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველ წამალს -რა ვიცით მოლნუპირავირის შესახებ?

მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რი არის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პირ­ვე­ლი მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ავ­ტო­რი­ზა­ცია მი­ა­ნი­ჭეს. მათ შო­რის, წა­მალ­მა გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია მი­ი­ღო ამე­რი­კის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის სა­ა­გენ­ტოს­გა­ნაც.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი, ნანა გე­გეჭ­კო­რი:

"FDA-მ გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია მი­ა­ნი­ჭა მოლ­ნუ­პი­რა­ვირს კო­ვიდ-19-ის მკურ­ნა­ლო­ბა­ში გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. თა­ნა­ფარ­დო­ბა კენ­ჭისყ­რი­სას გა­ნა­წილ­და 13 და­დე­ბი­თი 10 უარ­ყო­ფი­თი ხმის წი­ნა­აღ­მდეგ. ად­რე­ულ კვლე­ვა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი 50%-იანი ეფექ­ტუ­რო­ბა კო­ვი­დის სიმპტო­მა­ტუ­რი ფორ­მე­ბის და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა­ში, სამი დღის წინ დას­რუ­ლე­ბულ­მა კვლე­ვამ ვერ გა­ი­მე­ო­რა და ეფექ­ტუ­რო­ბა 30%-მდე და­ე­ცა.

მერკმა ეს შე­დე­გი პლა­ცე­ბო ჯგუ­ფის მიერ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ნაჩ­ვე­ნე­ბი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ლით ახ­სნა. რამ გა­მო­იწ­ვია პლა­ცე­ბო ჯგუფ­ში და­ა­ვა­დე­ბის უფრო მარ­ტი­ვი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა წინა კვლე­ვის პლა­ცე­ბო ჯგუფ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით არაა ნა­თე­ლი. კლე­ვის დე­ტა­ლე­ბი ჯერ სა­ჯა­რო არაა. ნი­უ­ან­სებს ალ­ბათ მალე გა­ვი­გებთ.დღე­ი­სათ­ვის ფიქ­რო­ბენ, რომ მოლ­ნი­პი­რა­ვი­რის გა­მო­ყე­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა აუც­რელ რისკ ჯგუ­ფებ­ში. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სიკ­ვდი­ლის­გან არაფ­რით არი­ან და­ცუ­ლი ამი­ტომ ამ კონ­კრე­ტულ ჯგუფ­ში სარ­გე­ბე­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ გა­დას­წო­ნის რისკს.

მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რის მე­ქა­ნიზ­მი მუ­ტა­გე­ნო­ბა­ზეა აგე­ბუ­ლი. ის იწ­ვევს მუ­ტა­ცი­ას ვირუ­სის რნმ-ში და ასე უშ­ლის მას ხელს გამ­რავ­ლე­ბა­ში. ჯერ-ჯე­რო­ბით არაა გა­მოკ­ვლე­უ­ლი პრე­პა­რა­ტის კან­ცე­რო­გე­ნუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი. მუ­ტა­გე­ნუ­რი მე­ქა­ნიზ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ­სე­ბობს რის­კე­ბი ნა­ყო­ფის თან­და­ყო­ლილ პა­თო­ლო­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დიდი ალ­ბა­თო­ბით ის არ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ორ­სუ­ლებ­ში, მე­ძუ­ძუ­რებ­სა და 18 წლამ­დე ასა­კის პო­პუ­ლა­ცი­ა­ში. მოკ­ლედ, ჯა­დოს­ნუ­რი წამ­ლე­ბი ვერ იქ­ნე­ბა კო­ვიდ-19-ის მკურ­ნა­ლო­ბა­ში.

სიკ­ვდი­ლის და ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცი­ის შე­სამ­ცი­რებ­ლად, სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბად ისევ პრე­ვენ­ცია რჩე­ბა.პრე­ვენ­ცი­ის იდე­ა­ლურ ფორ­მუ­ლას ხში­რად გა­ვი­მე­ო­რებ; ვაქ­ცი­ნა­ცია + ცხვირ-პირ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ნი­ღა­ბი + სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია + ჰი­გი­ე­ნა + სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე სას­წრა­ფო იზო­ლა­ცია.მნიშ­ვნელ­ვა­ნია გვეს­მო­დეს, რომ ცალ­კე აღე­ბუ­ლი არც ერთი კომ­პო­ნენ­ტი არ მუ­შა­ობს. ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში მათი ეფექ­ტუ­რო­ბა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ან­ზეა გა­მოც­დი­ლი და სა­ი­მე­დოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა", - წერს ნანა გე­გეჭ­კო­რი.

myquiz