შესაძლებელია თუ არა, რომ პირებმა, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ არ აქვთ, სხვა ადამიანების ბარათებით ისარგებლებენ?- ამირან გამყრელიძე | Allnews.Ge

შესაძლებელია თუ არა, რომ პირებმა, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ არ აქვთ, სხვა ადამიანების ბარათებით ისარგებლებენ?- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, როგორ დააზღვევს სახელმწიფო, რომ პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ არ აქვთ მინიჭებული, სხვა ადამიანების ბარათებით არ ისარგებლებენ.

როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „მწვანე პასპორტზე“, რომელიც საქართველოში გამოიყენება, პირის პირადი ნომერი და სურათია მითითებული.

ამასთან, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ „გარკვეული ხვრელი ყველა რეგულაციაში არსებობს“ და ყველაფერი „პატიოსნებაზეა დამყარებული“.

„ყოველთვის კეთილსინდისიერები უნდა ვიყოთ. გარკვეული ხვრელი ყველა რეგულაციაში არსებობს. ეს ყველაფერი პირველ რიგში, ადამიანის კეთილსინდისიერებასა და პატიოსნებაზეა დამყარებული. არ უნდა გავაკეთოთ ეს. „მწვანე პასპორტში“ მითითებულია პირადი ნომერი, ასევე სურათიც, QR კოდის სკანირების დროს გამოჩნდება მოქალაქის პირადი ნომერი და ფოტოც. დაწესებულებები მოახდენენ პირის იდენტიფიცირებას. შესაძლოა, პირს მოთხოვონ პირადობის მოწმობა და შემდეგ შეადარონ. დაწესებულებებმა უნდა გააკონტროლონ „მწვანე პასპორტი“. შრომის ინსპექცია კი დაწესებულებებს შერჩევითად გააკონტროლებს“, -აღნიშნა გამყრელიძემ.

myquiz