"როდესაც გეგიმ ფეხი იტკინა, ასე ერთად ისხდნენ და თვალს არ აშორებდნენ" - მოლაშქრეებისა და სამცხე-ჯავახელი ძაღლების მეგობრობის ისტორია | Allnews.Ge

"როდესაც გეგიმ ფეხი იტკინა, ასე ერთად ისხდნენ და თვალს არ აშორებდნენ" - მოლაშქრეებისა და სამცხე-ჯავახელი ძაღლების მეგობრობის ისტორია

"ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი" ზაალ წე­რე­თე­ლი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში ლაშ­ქრო­ბი­სა და იქა­ურ მი­უ­სა­ფარ ძაღ­ლებ­თან და­მე­გობ­რე­ბის შე­სა­ხებ წერს. რო­გორც ზა­ა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ყვე­ბა, ის და მისი მე­გო­ბა­რი რე­გი­ონ­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე მი­უ­სა­ფარ ძაღ­ლებს გა­და­ა­წყდნენ. შემ­დეგ მათ მთე­ლი დღე ერ­თად გა­ა­ტა­რეს და სა­ღა­მოს, რო­დე­საც ერთ-ერ­თმა მო­ლაშ­ქრემ ფეხი იტ­კი­ნა, ძაღ­ლე­ბი ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მყოფ ახალ­გაც­ნო­ბილ მე­გო­ბარს გვერ­დი­დან არ მო­შო­რე­ბი­ან.

"მე და ჩემი მე­გო­ბა­რი გეგი აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი მოგ­ზა­უ­რო­ბა - ვი­დე­ოგ­რა­ფო­ბა­ში. გუ­შინ, გა­დავ­წყვი­ტეთ, ფა­რავ­ნის ტბის მახ­ლობ­ლად პა­ტა­რა ლაშ­ქრო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. ფა­რავ­ნის ტბა­ზე, სო­ფელ ტამ­ბოვ­კის ბო­ლო­დან და­ვი­წყეთ ლაშ­ქრო­ბა. მან­ქა­ნი­დან გად­მოვ­დგით თუ არა ფეხი, იმ წამ­ვე მო­მახ­ტა ეს ორი ვაჟ­ბა­ტო­ნი და ისე გა­უ­ხარ­დათ ჩემი ნახ­ვა, თით­ქოს მა­გა­თი პატ­რო­ნი ვი­ყა­ვი. 15 წუ­თი­ა­ნი ფე­რე­ბის და მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ვი­ძა­რით ყვე­ლა­ნი ერ­თად შა­ო­რის ცი­ხის­კენ. მთე­ლი გზის მან­ძილ­ზე ერთი წა­მით არ მოგ­ვშო­რე­ბი­ან. სულ დარ­ბოდ­ნენ, თა­მა­შობ­დნენ ჩვენ ირ­გვლივ და რო­დე­საც და­სას­ვე­ნებ­ლად ვსხდე­ბო­დით, მო­დი­ოდ­ნენ და და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­დნენ მო­ფე­რე­ბას. რა­მო­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი სი­ა­რუ­ლის შემ­დეგ მი­ვაღ­წი­ეთ მი­ზანს და ყვე­ლა­ნი მშვი­დო­ბით ავე­დით შა­ო­რის ცი­ხე­ზე, ცოტა წა­ვი­ხემ­სეთ და და­ვი­წყეთ დაშ­ვე­ბა.

260374546-7238173342874838-7582593678550569860-n-1637823950.jpg

5 წუ­თიც არ იქ­ნე­ბო­და გა­სუ­ლი რო­დე­საც გე­გის გა­და­უბ­რუნ­და ფეხი და წა­იქ­ცა, რო­გორც კი და­ი­ნა­ხეს ცუ­გებ­მა ეს, იმ წამ­სვე მიც­ვივ­დნენ და და­უ­წყეს თა­მა­ში. ეგო­ნათ, რომ სა­თა­მა­შოდ წა­მოწ­ვა ) მოკ­ლედ, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით წა­მო­ვა­ყე­ნეთ გეგი, დავ­რე­კეთ სა­მაშ­ვე­ლო­ში და და­ვი­წყეთ ყვე­ლამ ერ­თად ფრთხი­ლად დაშ­ვე­ბა. უკვე ბინ­დდე­ბო­და და ტემ­პე­რა­ტუ­რაც ეცე­მო­და, თუმ­ცა ცუ­გე­ბი თა­მა­მად მიგ­ვი­ძღოდ­ნენ წინ და რო­დე­საც ვჩერ­დე­ბო­დით, გვი­ცავ­დნენ თით­ქოს ირ­გვლივ რა­ი­მე საფრ­თხე ყო­ფი­ლი­ყო. სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ნი ჩა­მო­ვე­დით მთი­დან და რო­გორც კი და­აწ­ვი­ნეს გეგი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში, ცუ­გებ­მა ერთხე­ლაც ჩა­ხე­დეს ახ­ლად გა­ჩე­ნილ მე­გო­ბარს თვა­ლებ­ში, არ მო­შო­რე­ბი­ან ბო­ლომ­დე, შემ­დეგ და­ემ­შვი­დობ­ნენ და წა­ვიდ­ნენ"- უყ­ვე­ბა ambebi.ge - ს ზაალ წე­რე­თე­ლი.