"რეგიონებში, სადაც არის საწარმოები, ფერმერები, დღეში 50 ლარს რომ უხდიან, ასეთ სამუშაოზე მუშახელს ვეღარ შოულობენ... ადამიანები გავხადეთ სოციალური დახმარების ტყვეები" - პრემიერი | Allnews.Ge

"რეგიონებში, სადაც არის საწარმოები, ფერმერები, დღეში 50 ლარს რომ უხდიან, ასეთ სამუშაოზე მუშახელს ვეღარ შოულობენ... ადამიანები გავხადეთ სოციალური დახმარების ტყვეები" - პრემიერი

"300 000 შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მო­ნა­წი­ლე­ობს ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ისი­ნი ყო­ველ თვე იღე­ბენ სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას და ვთქვათ პირ­და­პირ - ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გავ­ხა­დეთ ამ დახ­მა­რე­ბის მძევ­ლე­ბი. ადა­მი­ანს აქვს ში­შის გან­ცდა, რომ თუ ის თუნ­დაც ელე­მენ­ტა­რუ­ლად გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბებს - შე­ი­ძენს ტე­ლე­ვი­ზორს, მა­ცი­ვარს და ა.შ. მას აქვს შიში, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტი და­აკ­ლებს ქუ­ლას, ან მო­უხ­სნის დახ­მა­რე­ბას" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში აღ­ნიშ­ნა, და­წყე­ბუ­ლია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, შექ­მნი­ლია სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­საც ვიცე-პრე­მი­ე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე დღე­ში პრე­მი­ე­რის და­ვა­ლე­ბით სა­მუ­შაო ჯგუ­ფი გა­ემ­გზავ­რე­ბა ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­დაც აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თა­ვენ.

"მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე, ეს არის სი­ღა­რი­ბე, უმუ­შევ­რო­ბა, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­კი­თხებ­ზე ბევ­რი მაქვს ნა­ფიქ­რი და ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რაც მე გან­ვი­ხი­ლე ეკო­ნო­მი­კურ გუნდთან, ეფუძ­ნე­ბა იმ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­მე­ლიც უკვე არ­სე­ბობს ევ­რო­პის წარ­მა­ტე­ბულ ქვეყ­ნებ­ში. ეს ე.წ. Public work, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა, შრო­მა, არის უკვე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი, და­ტეს­ტი­ლი, გა­მოც­დი­ლი ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში და ჩვენ აქე­დან წა­მო­ვი­ღეთ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა. ვუ­ყუ­რებთ რა არ­სე­ბულ სის­ტე­მას, ყვე­ლა­ნი ვთან­ხმდე­ბით, რომ ეს არ არის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი და ეს უნდა შე­იც­ვა­ლოს. დღეს და­ახ­ლო­ე­ბით 600 000 ადა­მი­ა­ნი იღებს სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას. რო­დე­საც ჩვენ მო­ვე­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, თით­ქმის გა­ვა­ორ­მა­გეთ ეს დახ­მა­რე­ბა. ჩვე­ნამ­დე იყო ეს სო­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მა შექ­მნი­ლი და უბ­რა­ლოდ ასე გაგ­რძელ­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ გვქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დავკვირ­ვე­ბო­დით ამ სის­ტე­მას. რო­დე­საც აღარ ვი­ყა­ვი პო­ლი­ტი­კა­ში და ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ამ სი­ტუ­ა­ცი­ას, ბევ­რი მი­ფიქ­რია ამის შეც­ვლის ვა­რი­ან­ტებ­ზე და მი­ვე­დი დას­კვნამ­დე, რომ ეს სის­ტე­მა უნდა შე­იც­ვა­ლოს და რა­ტომ - 600 000 ადა­მი­ა­ნი­დან თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი - 300 000 არის შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მო­ნა­წი­ლე­ობს ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ისი­ნი ყო­ველ თვე იღე­ბენ სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას და ვთქვათ პირ­და­პირ - ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გავ­ხა­დეთ ამ დახ­მა­რე­ბის მძევ­ლე­ბი. ადა­მი­ანს აქვს ში­შის გან­ცდა, რომ თუ ის თუნ­დაც ელე­მენ­ტა­რუ­ლად გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბებს - შე­ი­ძენს ტე­ლე­ვი­ზორს, მა­ცი­ვარს და ა.შ. მას აქვს შიში, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტი და­აკ­ლებს ქუ­ლას, ან მო­უხ­სნის დახ­მა­რე­ბას. რაც მის­თვის აღიქ­მე­ბა ტრა­გე­დი­ად, იმი­ტომ, რომ ამის იქით ვე­ღარ ხე­დავს.

რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც არის სა­წარ­მო­ე­ბი, ფერ­მე­რე­ბი, რომ გა­და­ა­მოწ­მოთ, ყვე­ლა გე­ტყვით, რომ მუშა ხელს ვე­ღარ შო­უ­ლო­ბენ, მა­გა­ლი­თად, დღე­ში 50 ლარს რომ უხ­დი­ან, ასეთ სა­მუ­შა­ო­ზე მუშა ხელს ვე­ღარ შო­უ­ლო­ბენ. მი­ზე­ზი არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი - ყვე­ლას ეში­ნია, რომ თუ ჩა­ე­რი­ცხა რა­ღაც შე­მო­სა­ვა­ლი, მო­უხ­სნი­ან დახ­მა­რე­ბას და არ უღირს მას ერთჯე­რა­დი, ორ­ჯე­რა­დი, ან თუნ­დაც სე­ზო­ნუ­რი სა­მუ­შა­ოს ნაც­ვლად მათ­თვის ამ დიდი სი­კე­თის და­კარ­გვა. ამ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე რომ არ და­ვა­ყე­ნოთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, სა­ჭი­როა ამ მან­კი­ე­რი სის­ტე­მის შეც­ვლა. ეს სის­ტე­მა უნდა შევ­ცვა­ლოთ ისე, რომ ადა­მი­ა­ნებს გა­ვუ­ჩი­ნოთ გან­ცდა არა უი­მე­დო­ბის და უპერ­სპექ­ტი­ვო­ბის, არა­მედ, იმე­დის და უკე­თე­სი მო­მავ­ლის. გან­ვა­ვი­თა­როთ შრო­მის კულ­ტუ­რა, მი­ვაჩ­ვი­ოთ ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბას და უნდა ვაჩ­ვე­ნოთ, რომ მათ შე­უძ­ლი­ათ და­ი­წყონ არა ერთჯე­რა­დი და სე­ზო­ნუ­რი საქ­მე­ე­ბი, არა­მედ, მუდ­მი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა.

ჩვენ უკვე და­ვი­წყეთ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და უკვე შევ­ქმე­ნით სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­საც ვიცე-პრე­მი­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ასე­ვე რამ­დე­ნი­მე დღე­ში მე ვაგ­ზავ­ნი სა­მუ­შაო ჯგუფს ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში სწო­რედ ამ მიზ­ნით, ისი­ნი ჩავ­ლენ და გა­მარ­თა­ვენ შეხ­ვედ­რებს. მოხ­დე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, ჩვენ ვი­წყებთ ქარ­სა­ცა­ვე­ბის აღ­დგე­ნას, რო­მე­ლიც გა­ჩა­ნაგ­და ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტყე­ე­ბის გა­შე­ნე­ბას, ასე­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, რა­ი­ო­ნებ­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ სა­მუ­შა­ო­ებს და ერ­თდრო­უ­ლად ათა­სო­ბით და ათი­ა­თა­სო­ბით სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­იქ­მნე­ბა. ამ ადა­მი­ა­ნებს და­ვუ­ნიშ­ნავთ ხელ­ფასს და გა­მო­ვუ­ძებ­ნით მათი უნა­რე­ბის შე­სა­ბა­მის სა­მუ­შაო ად­გი­ლებს.

ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც მი­დის უცხო­ეთ­ში, რა სამ­სა­ხურს ეძებს? და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე სამ­სა­ხურს - იქ­ნე­ბა ეს მძღო­ლი, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბა, რეს­ტორ­ნებ­ში მიმ­ტა­ნე­ბად და ა. შ. იგი­ვე შეგ­ვიძ­ლია შევ­თა­ვა­ზოთ ჩვენ აქ, ად­გილ­ზე. თუ ადა­მი­ანს შე­ეც­ვლე­ბა სტა­ტუ­სი და აღარ იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის მიმ­ღე­ბი, არა­მედ იქ­ნე­ბა და­საქ­მე­ბუ­ლი და მას მი­ნი­მუმ იგი­ვე ანა­ზღა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბა, რამ­დე­ნიც ჰქონ­და მას დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის დროს, მას შე­ეძ­ლე­ბა სხვა და­მა­ტე­ბი­თი სამ­სა­ხუ­რიც ჰქონ­დეთ და მას სა­ხელ­მწი­ფო ამ დახ­მა­რე­ბას არ გა­უ­უქ­მებს. შე­იც­ვლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მენ­ტა­ლი­ტე­ტი და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მარ­თვა შეგ­ვეძ­ლე­ბა ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მისი თქმით, ეს იქ­ნე­ბა მრა­ვალ­წლი­ა­ნი პროგ­რა­მა და მათ ექ­ნე­ბათ სტა­ბი­ლუ­რი და­საქ­მე­ბა, და ეს იქ­ნე­ბა სტა­ბი­ლუ­რი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი შე­მო­სა­ვა­ლი.

"საქ­მე არის ულე­ვი და ამ საქ­მეს ჩვენ ვერ გა­მოვ­ლევთ - ძა­ლი­ან ბევ­რი, მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ვფიქ­რობ, ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე ათ წლი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, იმი­ტომ, რომ ამ ყვე­ლა­ფერს აღ­დგე­ნა სჭირ­დე­ბა.

შიში მო­ეხ­სნე­ბათ ამ ადა­მი­ა­ნებს, კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც აქვთ, რომ ტე­ლე­ვი­ზორს ვერ იყი­დის ადა­მი­ა­ნი და ამ ში­შის ქვეშ უნდა იცხოვ­როს მუდ­მი­ვად, რომ არ მო­ეხ­სნას, ან სხვა და­მა­ტე­ბით შე­მო­სა­ვალს რომ ვერ მი­ი­ღებს, რა თქმა უნდა, ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი და მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი. მას არა მხო­ლოდ ეს ხელ­ფა­სი ექ­ნე­ბა ამ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­დან და იმ შემ­წე­ო­ბის ოდე­ნო­ბის, არა­მედ, მას შე­ეძ­ლე­ბა, რომ 2-3 სხვა სამ­სა­ხუ­რიც იშო­ვოს, მათ შო­რის, სე­ზო­ნუ­რი, ყო­ველ­დღი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი. რე­ა­ლუ­რად, მისი შე­მო­სა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­ორ­მაგ­დეს და გა­სამ­მაგ­დეს. თუ ჩვენ ადა­მი­ა­ნე­ბი არ მი­ვაჩ­ვი­ეთ ამ შრო­მას, არ გან­ვუ­ვი­თა­რეთ უნა­რე­ბი, თა­ვად არ და­ი­ჯე­რეს სა­კუ­თა­რი თა­ვის და სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა არ მო­ახ­დი­ნეს, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან რთუ­ლია. ეს არის მო­რე­ვი, ამ მო­რე­ვი­დან თუ არ ამო­ვე­დით, თუ რა­ღაც გარ­ღვე­ვა არ გა­ვა­კე­თეთ, ძა­ლი­ან მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა.

სის­ტე­მა შე­იქ­მნე­ბა, ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, გა­ი­წე­რე­ბა ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და მო­თხოვ­ნე­ბი, რაც ყვე­ლას მიერ იქ­ნე­ბა შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. თუ ადა­მი­ა­ნი გახ­დე­ბა იმ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რომ სა­კუ­თარ ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბას წა­მო­ი­წყებს და აქე­და­ნაც, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ხელ­მწი­ფო აღარ გა­აგ­რძე­ლებს ამ ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­დახ­დას.

ჯერ არ ჩა­მოგ­ვი­ყა­ლი­ბე­ბია ეს სის­ტე­მა და არ გაგ­ვი­წე­რია კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, სწო­რედ ამ მიზ­ნით შე­იქ­მნა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი. მე ახ­ლა­ვე შე­მიძ­ლია გი­პა­სუ­ხოთ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, ასე წარ­მო­მიდ­გე­ნია და ამ თე­მა­ზე მსჯე­ლო­ბა გვქონ­და უკვე, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მოხ­დე­ბა - კონ­კრე­ტულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში იქ­ნე­ბა და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს კონ­კრე­ტუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და პი­რო­ბი­თად, თქვენ ხართ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ფერ­მე­რი და გჭირ­დე­ბა 100 მუ­შა­ხე­ლი, მი­მარ­თავთ ამ კონ­კრე­ტულ სა­ა­გენ­ტოს და სა­ა­გენ­ტო გა­მო­გიგ­ზავ­ნით თქვენ, შე­სა­ბა­მი­სად, არ მოხ­დე­ბა არც დუბ­ლი­რე­ბა, არც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას არ მო­აკ­ლდე­ბა ეს ძალა. ვთქვათ პირ­და­პირ, რომ 300 000 სა­მუ­შაო ად­გი­ლი და ადა­მი­ა­ნი არის ძა­ლი­ან დიდი ძალა. ჩვენ ამ ძა­ლას ისე გა­და­ვა­ნა­წი­ლებთ, ეს არის რე­ა­ლუ­რად დიდი ჯარი, რო­მე­ლიც უნდა იმარ­თოს ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნად.

მა­გა­ლი­თის­თვის ავი­ღოთ თბი­ლი­სის მე­რია, დღეს რომ მი­ა­წო­დოთ 10 000 მუ­შა­ხე­ლი, ადა­მი­ა­ნი, გაძ­ლევთ პი­რო­ბას და გა­რან­ტი­ას, რომ ყვე­ლას მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ა­საქ­მებს, იმი­ტომ, რომ იმ­დე­ნია საქ­მე ქა­ლაქ­ში, ყველ­გან. რე­სურ­სი ისე­დაც გვაქვს და ისე­დაც იხარ­ჯე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო გას­ცემს ამ რე­სურსს ხომ, მაგ­რამ გას­ცემს იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი იჯ­დეს სახ­ლში და არა­ფე­რი არ აკე­თოს. იდეა ამა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ სახ­ლში ჯდო­მის­თვის კი არ უნდა მივ­ცეთ ადა­მი­ა­ნებს ფული, ეს ფული უნდა მივ­ცეთ კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. რაც თქვენ მკი­თხეთ - ხომ არ მო­აკ­ლდე­ბა საქ­მე, თუ გა­და­ვა სხვა­გან - ამას ყვე­ლა­ფერს იმგვა­რად და­ვა­ლა­გებთ, რომ ეს იყოს კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი და კონ­ტრო­ლის ქვეშ. პი­რო­ბი­თად, რო­მე­ლი­მე სხვა კომ­პა­ნი­ას რომ დას­ჭირ­დეს და­ქი­რა­ვე­ბა, და­მა­ტე­ბით, რა თქმა უნდა, ჩა­ე­რი­ცხე­ბათ, მი­ე­ცე­მათ შე­მო­სა­ვა­ლი და სა­ხელ­მწი­ფო არ იქ­ნე­ბა ამის წი­ნა­აღ­მდე­გი.

მინ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი, პრო­ცე­სი იან­ვრი­დან და­ვი­წყოთ. ამ პრო­ცესს, მომ­ზა­დე­ბას დას­ჭირ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე თვე, სის­ტე­მა­ტი­ზა­ცი­ას, და­ლა­გე­ბას, სის­ტე­მის აწყო­ბას, ერთ თვე­ში ამას ვერ და­ვა­ლა­გებთ, მაგ­რამ ისე უნდა ვი­მუ­შა­ოთ, რომ გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყოს და­ლა­გე­ბუ­ლი. 5-6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს სის­ტე­მა შე­იძ­ლე­ბა კარ­გად გა­ი­მარ­თოს ეფექ­ტუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტის პი­რო­ბებ­ში", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.