რას ამბობდა ედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ "ვარდების რევოლუციიდან" ერთი წლის შემდეგ?- "ეს ინტერვიუ პირველად ქვეყნდება" | Allnews.Ge

რას ამბობდა ედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ "ვარდების რევოლუციიდან" ერთი წლის შემდეგ?- "ეს ინტერვიუ პირველად ქვეყნდება"

ჟურ­ნა­ლის­ტი თომა ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი "იუ­თუბ" არხზე არ­ქი­ვი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

"ეს იტერ­ვიუ პირ­ვე­ლად ქვეყ­ნდე­ბა. ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან ზუს­ტად ერთი წელი იყო გა­სუ­ლი, რო­დე­საც შე­ვად­ნა­ძეს­თან მი­ვე­დი. Მაინ­ტე­რე­სებ­და რას ფიქ­რობს ერთი პრე­ზი­დენ­ტი მე­ო­რე­ზე ერთი წლის შემ­დეგ….ბევრ რა­მე­ზე ახლა შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ღოთ პა­სუ­ხი ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან", - წერს ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი.

გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"ეს არის ნი­ჭი­ე­რი კაცი (სა­უბ­რობს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე), კარ­გად იც­ნობს მსოფ­ლი­ოს, მე არ ვიცი კი­ევ­ში და­ამ­თავ­რა, ნიუ იორკში სწავ­ლობ­და, თუ ჰარ­ვარ­დში და სხვა­გან და სხვა­გან... გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კა­ცია. გა­მოც­დი­ლე­ბა აკ­ლდა. სხვა­თა­შო­რის, სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის ერთ-ერთი ავ­ტო­რი ეს არის. მარ­თა­ლია, მა­შინ ლადო ჭან­ტუ­რია იყო, უჭ­კვი­ა­ნე­სი კაცი, ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი, ერ­თად აკე­თებ­დნენ და არ ვიცი ახლა რო­მელ­მა მეტი გა­ა­კე­თა, რო­მელ­მა ნაკ­ლე­ბი, მაგ­რამ ლადო ამას ავ­სებ­და და ზო­მი­ე­რად ჩა­ტარ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი.

მერე იქ აღარ მო­ინ­დო­მა დარ­ჩე­ნა, გად­მო­ვი­და საკ­რე­ბუ­ლო­ში, ნუ აქაც ნორ­მა­ლუ­რად მუ­შა­ობ­და. მერე დე­პუ­ტა­ტო­ბა მო­ი­წა­დი­ნა. პირ­ველ­მა მე ვთქვი, სა­ბურ­თა­ლო­ზე ვი­ყა­ვი და აი, ეს არის ჩემი კან­დი­და­ტი მეთ­ქი, პარ­ლა­მენ­ტში აირ­ჩი­ეს, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი, იცით?!

ცხოვ­რე­ბამ უნდა გას­წავ­ლოს, ხან­და­ხან უნდა წა­ი­ბორ­ძი­კო და წა­ი­ბორ­ძი­კებ კი­დეც, მაგ­რამ ისე არა, რომ სულ ბორ­ძიკ-ბორ­ძიკ­ში იყო, ერთხელ რომ წა­ი­ბორ­ძი­კებ, გაკ­ვე­თი­ლი უნდა გა­მო­ი­ტა­ნო, დას­კვნა უნდა გა­მო­ი­ტა­ნო. მე მგო­ნი, მას აქვს იმ­დე­ნი ჭკუა და ინ­ტე­ლექ­ტი, რომ ამას ის შეძ­ლებს, ძა­ლი­ან მინ­და რომ მჯე­რო­დეს.

ხან­და­ხან, ზო­გი­ერთ მათ­განს ჰგო­ნია, რომ თუ რამე ცუდი მოხ­დე­ბა, მე მი­ხა­რია. მე უნდა ვიყო ჩემი ხალ­ხის მტე­რი და ჩემი შვი­ლე­ბის მტე­რი რომ ეს ასე იყოს. არ არის ასე. ყვე­ლა მათი წარ­მა­ტე­ბა ჩემი წარ­მა­ტე­ბაა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია და ყვე­ლა მათი წა­ბორ­ძი­კე­ბა და ფე­ხის წაკ­ვრა ჩემი შეც­დო­მაა ამა­ვე დროს და ჩემი და­ნა­შა­უ­ლი­ცაა", - ამ­ბობ­და შე­ვარ­დნა­ძე "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან" ერთი წლის შემ­დეგ