ვინ არის 31 წლის ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს? | Allnews.Ge

ვინ არის 31 წლის ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს?

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრად ინალ არ­ძინ­ბა და­ნიშ­ნეს. ბრძა­ნე­ბას ხელი უკვე მო­ა­წე­რა პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბჟა­ნი­ამ, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბოლო პრო­ცე­სე­ბის მი­ხედ­ვით, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მხარ­და­ჭე­რას კარ­გავს. არ­ძინ­ბას წი­ნა­მორ­ბე­დი დაურ კოვე, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი კად­რი იყო, სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­დაჰ­ყავთ, თუმ­ცა, სად - ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ინალ არ­ძინ­ბას თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ად­გი­ლობ­რივ­თა აზრი ორად გა­ი­ყო. ზო­გი­ერ­თის მო­საზ­რე­ბით, მისი რუ­სუ­ლი კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რაც ბევ­რის­თვის უსი­ა­მოვ­ნო ასო­ცი­ა­ცი­ებს იწ­ვევს - 31 ინალ არ­ძინ­ბა დიდი ხა­ნია აფხა­ზურ პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რი ფი­გუ­რაა, ოღონდ ყო­ველ­თვის კრემ­ლი­სა და რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს ორ­ბი­ტა­ზე ტრი­ა­ლებ­და.

არ­ძინ­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სა­ხელ­მწი­ფო მრჩე­ვე­ლი იყო, უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ახალ­გაზ­რდა ინალ არ­ძინ­ბა უფრო იდე­ო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით არის აქ­ტი­უ­რი, რაც კარ­გად ეს­მით აფხა­ზეთ­ში.

რე­გი­ონ­ში, სა­დაც წლე­ბია სა­ეკ­ლე­სიო გან­ხეთ­ქი­ლე­ბა აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს, დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით არ სარ­გებ­ლობს რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის მარ­ჯვე­ნა ხელი, ბე­სა­რი­ონ აპ­ლია, რო­მე­ლიც წლე­ბია ქა­და­გებს, რომ აფხა­ზუ­რი ეკ­ლე­სი­ის გა­დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ რუ­სუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ მო­საზ­რე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ემიჯ­ნე­ბა დო­რო­თეი დბა­რის (აფხა­ზე­თის ე. წ. წმინ­და მიტ­რო­პო­ლი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, არ­ქი­მან­დრი­ტი) გარ­შე­მო შე­მოკ­რე­ბი­ლი ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის საკ­მაო უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­ად­გე­ნენ.

258689891-840072373356482-532260629307588392-n-81091-1637394266.jpg

შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თვის არც რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რი­ლე­სა და ბე­სა­რი­ონ აპ­ლი­ას შო­რის შუ­ა­მა­ვა­ლი ინალ არ­ძინ­ბას კად­რი იყო მი­სა­ღე­ბი, მით უფრო, სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ინალ არ­ძინ­ბა, აფხა­ზე­თის ე.წ. პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას ნა­თე­სა­ვია. მა­მა­მი­სი 90-იანი წლე­ბის ე.წ. ომის გმი­რი და ვე­ტე­რა­ნი, ლეონ მე­ფის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რია. დე­და­მი­სი ბიზ­ნეს­მე­ნი, მა­ნა­ნა თარ­ბა, სო­ხუ­მის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექი­მია. ბი­ძა­მი­სი კი, "ვე­ტე­რან­თა პარ­ტი­ის ამ­ცა­ხა­რას" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აფხა­ზუ­რი ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რი იყო. ის 2003 წელს, მოს­კოვ­ში, გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში მოკ­ლეს.

კრემ­ლის კარ­ზე გაზ­რდილ 30 წლის ინალ არ­ძინ­ბას აფხა­ზუ­რი მე­დია მა­ში­ნაც აპი­ა­რებ­და, რო­დე­საც რაულ ხა­ჯიმ­ბას გა­დად­გო­მა გარ­და­უ­ვა­ლი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მის ად­გი­ლას ასლნა ბჟა­ნია მო­ვი­და და რო­დე­საც ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი მო­წამ­ლეს, არ­ძინ­ბას გვა­რი კი­დევ ერთხელ გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ახალ­გაზ­რდა არ­ძინ­ბამ ახა­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის "აფხა­ზე­თის მო­მა­ვა­ლის შექ­მნა" და­ა­ა­ნონ­სა, თუმ­ცა, მა­შინ მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა ვერ შედ­გა. აფხა­ზე­ბი მის კან­დი­და­ტუ­რას აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით არ შეხ­ვედ­რი­ან, ვი­ნა­ი­დან მა­შინ ინალ არ­ძინ­ბა რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის, კი­რი­ლის ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე იყო.

უფრო ადრე კი, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის (აფხა­ზე­თი­სა და"ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის"რეს­პუბ­ლი­კებ­თან სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სამ­მარ­თვე­ლო­ში) დე­პარ­ტა­მენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რის, ვლა­დის­ლავ სურ­კო­ვის ფა­ვო­რი­ტი იყო. ასეა ახ­ლაც... ქარ­თულ მხა­რეს­თან დი­ა­ლო­გის სა­კი­თხებ­ში, მისი პო­ზი­ცია მკვეთ­რად ხის­ტი და სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი იყო.

258930694-4643721592371536-4525956973485778333-n-81108-1637394300.png

"ჯერ გვა­ღი­ა­რონ, შემ­დეგ ვი­სა­უბ­რებთ..." - 2015 წელს, არ­ძინ­ბა თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვის, აქ­ტი­უ­რო­ბი­სა და ხის­ტი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, უკ­რა­ი­ნამ სერ­გეი შო­ი­გუ­სა, ვლდი­ას­ლავ სურ­კოვ­სა და სხვა პი­რებ­თან ერ­თად, შავ სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა.

აფხა­ზე­ბის ნა­წი­ლის­თვის ის რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და კრემ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ კად­რად აღიქ­მე­ბა. აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ინალ არ­ძინ­ბას და­ნიშნ­ვით კი­დევ უფრო ცხა­დი გახ­და, რომ ალექ­სან­დრე ან­ქვაბს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი სიმ­ბო­ლუ­რად უკა­ვია, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ის ამ პოსტზე რუ­სუ­ლი კად­რის და­ნიშ­ვნას არ და­უშ­ვებ­და.

"ეტყო­ბა, ან­ქვაბს კო­ვიდ­მა მძი­მე კვა­ლი და­უ­ტო­ვა. სხვა ახ­სნას ვერ ვხე­დავ. ბჟა­ნია კი, ერთ დროს მკა­ფი­ოდ პრო­ა­ფხა­ზუ­რი კად­რი, თან­და­თან კრემ­ლის მსა­ხურს ემ­სგავ­სე­ბა.

რა სამ­წუ­ხა­როა, ამ­დე­ნი იმედ­გაც­რუ­ე­ბა. დღე­სა­ვით ნა­თე­ლია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ქვე­ყა­ნა­ში ენერ­გოკ­რი­ზი­სის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად ხდე­ბა, ცოტა ხან­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე ლა­პა­რაკ­საც შევ­წყვეტთ..." - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლუ­ი­ზა ბგან­ბა.

"ბჟა­ნი­ამ ინალ არ­ძინ­ბას პერ­სპექ­ტი­უ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია უწო­და - რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა? რუ­სეთ­მა დაგ­ვი­ნიშ­ნა მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც მი­ნის­ტრიც იქ­ნე­ბა, პრე­ზი­დენ­ტიც და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც. ახალ­გაზ­რდა არ­ძინ­ბას კი, აფხა­ზუ­რი და მით უფრო მისი დიდი წი­ნაპ­რის­გან გა­მო­ყო­ლი­ლი მხო­ლოდ გვა­რი შე­მორ­ჩა. გულ­სატ­კე­ნია, რომ ბჟა­ნია სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დის" - მი­აჩ­ნია ჯონი აბა­კე­ლი­ას.

"რუ­სე­თი ვა-ბანკზე წა­ვი­და... კრემლში ჩვენს რე­აქ­ცი­ას ტეს­ტა­ვენ. ახლა ოპო­ზი­ცი­ამ და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა და­ა­ნა­ხონ მთა­ვარ მო­კავ­ში­რეს, რომ აფხა­ზე­თი კად­რებს სხვი­სი კარ­ნა­ხით არ ნიშ­ნავს" - წერს ელია ჯო­პუა.

ambebi.ge