მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან, გორის სამხედრო ჰოსპიტალში უკვე გადაიყვანეს.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მისაღებად სპეციალური პალატა მზადაა.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა და აღნიშნა, რომ იქ შეწყვეტდა შიმშილობას.