რა ასაკიდან იქნება შესაძლებელი მოპედის მართვის მოწმობის აღება? | Allnews.Ge

რა ასაკიდან იქნება შესაძლებელი მოპედის მართვის მოწმობის აღება?

პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარებას და მოპედების რეგისტრაციას ითვალისწინებს.

კერძოდ, ცვლილების თანახმად, 2022 წლის 28 მარტიდან მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.

რაც შეეხება მოპედის მართვის უფლების მისაღებად ასაკობრივ ზღვარს, მართვის მოწმობის აღებას 16 წლიდან ადამიანები შეძლებენ. ამასთან, მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის საფასურის შემთხვევაში ერთჯერადი შეღავათი იმოქმედებს სოციალურად დაუცველებისა და 18 წლამდე პირებისთვის.

უფრო კონკრეტულად, ის სოციალურად დაუცველი ან 18 წლამდე პირი ვინც პირველად, ერთჯერად გავა მოპედის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე, გამოცდის ჩაბარებას საფასურის გადახდის გარეშე შეძლებს.

BPN.ge