რა შემთხვევაში გადაიყვანენ სააკაშვილს ე.წ. ციხის საავადმყოფოდან სხვა კლინიკაში? - დავით სერგეენკოს განმარტება | Allnews.Ge

რა შემთხვევაში გადაიყვანენ სააკაშვილს ე.წ. ციხის საავადმყოფოდან სხვა კლინიკაში? - დავით სერგეენკოს განმარტება

"მკურ­ნალ და პი­რად ექიმ­თან შე­თან­ხმე­ბით გავ­წე­რეთ 5 ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ის აუ­ცი­ლე­ბე­ლო­ბა, რომ­ლე­ბიც მკურ­ნა­ლო­ბის და დი­აგ­ნოს­ტი­კის გეგ­მას გა­წე­რენ - თუ მათი რა­ღაც ნა­წი­ლის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ად­გილ­ზე, სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქ­ნე­ბა იქ, სა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა" - ამის შე­სა­ხებ ვიცე-სპი­კერ­მა და­ვით სერ­გე­ენ­კომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ნევ­რო­ლო­გის და გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია. სერ­გე­ენ­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნევ­რო­ლოგ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლი უკვე მო­ი­ნა­ხუ­ლა ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, ასე­ვე სა­ვა­რა­უ­დოდ, მას მო­ი­ნა­ხუ­ლებ­და გას­ტრო­ე­ნე­რო­ლო­გიც.

"პი­რა­დი რე­კო­მენ­და­ცია უკვე გა­ვუ­ზი­ა­რე მის პი­რად ექიმს და ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექი­მებს, რო­მე­ლიც პრინ­ციპ­ში სრულ­დე­ბა კი­დეც და და­მე­თან­ხმნენ, ეს იყო გა­და­უ­დე­ბე­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლის­ტის, რომ­ლებ­მაც უახ­ლო­ე­სი სა­ა­თე­ბის სა­მოქ­მე­დი გეგ­მა უნდა გა­წე­რონ. ეს არის ჩემი რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც გა­ზი­ა­რე­ბუ­ლია. გეგ­მაა ასე­თი, რომ მკურ­ნალ და პი­რად ექიმ­თან შე­თან­ხმე­ბით, გავ­წე­რეთ და და­ვა­სა­ბუ­თეთ 5 ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ის აუ­ცი­ლე­ბე­ლო­ბა. აქე­დან ორი - ნერ­ვო­ლო­გი და გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი, პირ­ვე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტი იყო. ნერ­ვო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია იყო უკვე, როცა მე წა­მო­ვე­დი, გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლოგ­თან ღამე ჩა­ტარ­დე­ბო­და. ამო­ცა­ნაა ის, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მკურ­ნა­ლო­ბი­სა და დი­აგ­ნოს­ტი­კის გეგ­მას გა­წე­რენ. თუკი ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ად­გილ­ზე, გა­კეთ­დე­ბა ად­გილ­ზე, თუ მათი რა­ღაც ნა­წი­ლის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქ­ნე­ბა იქ პა­ცი­ენ­ტი, სა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა,"- გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას გან­ცხა­დე­ბას, რომ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბას წყვეტს და აღ­ნიშ­ნა, რომ როცა ხოშ­ტა­რია მო­ი­ნა­ხუ­ლა, მისი სო­მა­ტუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა უკვე დამ­ძი­მე­ბუ­ლი იყო, ამი­ტომ ურ­ჩევს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­და­ხე­დოს.

"მარ­თლა ძა­ლი­ან მა­დარ­დებს ამ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. როცა ვნა­ხე მა­შინ უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად იყო შერ­ყე­უ­ლი მისი სო­მა­ტუ­რი ჯამ­რთე­ლო­ბა, ადა­მი­ა­ნუ­რად მინ­და ვთხო­ვო, გა­და­ხე­დოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და თუნ­დაც, ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და­ნა­მა­ტე­ბი მი­ი­ღოს,"- გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ