რა უფლებები აქვს დეკრეტში მყოფ ქალს, რამდენია მისი ანაზღაურება და როდის შეუძლია მამას დეკრეტული შვებულების გამოყენება?- ყველაფერი დეკრეტულ შვებულებაზე | Allnews.Ge

რა უფლებები აქვს დეკრეტში მყოფ ქალს, რამდენია მისი ანაზღაურება და როდის შეუძლია მამას დეკრეტული შვებულების გამოყენება?- ყველაფერი დეკრეტულ შვებულებაზე

რას გულისხმობს დეკრეტული შვებულება, დედის გარდა, კიდევ ვის შეუძლია მისით სარგებლობა, რა თანხას იღებს მომავალი დედა და არის თუ არა ამ მიმართულებით საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთათვის განსხვავება - აქტუალურ საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტი გვანცა ბარბაქაძე გვესაუბრება:

- დეკრეტული შვებულება უცხო სიტყვათა ლექსიკონში განმარტებულია, როგორც შვებულება ორსულობის გამო. იგი, როგორც ტერმინი, ქართულ სამართლებრივ სივრცეში არ გვხვდება შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ საკანონმდებლო აქტებში, თუმცა, პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად გამოიყენება და ჩვენც ასე მოვიხსენიოთ.2020 წლის სექტემბერში შრომის კოდექსში განხორციელებული ბოლო მასშტაბური ცვლილებების შედეგად, დეკრეტული შვებულება ორ ნაწილად დაიყო: ორსულობა/მშობიარობის გამო შვებულებად და ბავშვის მოვლის გამო შვებულებად.

ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობის უფლება აქვს მხოლოდ მომავალ დედას, შრომის კოდექსი ამ ტიპის შვებულებას ბავშვის დედის ექსკლუზიურ უფლებად მიიჩნევს, თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ ბავშვის მამას შეუძლია ისარგებლოს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია.მაგალითად, თუკი კანონით ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებისთვის გარანტირებული 126 კალენდარული დღიდან, ბავშვის დედამ გამოიყენა 100 კალენდარული დღე, ბავშვის მამა უფლებამოსილია, გამოიყენოს დარჩენილი 26 დღე.

orsuli-1-1637218045.jpg

რაც შეეხება ბავშვის მოვლის გამო შვებულებას, კანონმდებლობის თანახმად, ამ ტიპის შვებულება შეიძლება როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ, მაგალითად, დასაშვებია, რომ კანონმდებლობით ბავშვის მოვლის გამო შვებულებისთვის გარანტირებული 604 კალენდარული დღიდან ყველა გამოიყენოს მამამ ან თანაბრად - 302 დედამ და 302 მამამ.ცალკე უნდა განიმარტოს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა უფლებები, ვინაიდან, საჯარო მოხელეებთან არსებული შრომითი ურთიერთობები რეგულირდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონით. ამ კანონის თანახმად, ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის უფლება აქვს იმ მშობელს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.

- რა ვადითაა განსაზღვრული დეკრეტული შვებულება, ანუ რამდენ ხანს შეუძლიათ გამოყენება?

- ამ საკითხს წინა კითხვის ფარგლებში ნაწილობრივ შევხეთ, თუმცა, უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, შრომის კოდექსის თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს, მისივე მოთხოვნის შესაბამისად, ეძლევა 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო, მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში 143 კალენდარული დღის მოცულობით.აღსანიშნავია, რომ დასაქმებულს შეუძლია მისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ეს შვებულება ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ პერიოდებზე, თუმცა, ეს ყოველივე დამსაქმებელთან უნდა იყოს შეთანხმებული, ვინაიდან, რიგ შემთხვევებში დასაქმებულის დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას მის ფუნქციებს სხვა დასაქმებული ასრულებს, შესაბამისად, ამ პერიოდში დამსაქმებელი შეთანხმებისამებრ თანხას უხდის სხვა დასაქმებულს.რაც შეეხება ბავშვის მოვლის გამო შვებულებას, მისი მოცულობა კერძო სექტორში დასაქმებულ პირთათვის 604 კალენდარულ დღეს შეადგენს, ხოლო, მშობიარობის გართულებისას ან ტუპის შობის შემთხვევაში 587 დღეს, საიდანაც 57 დღე ანაზღაურებადია.

აღსანიშნავია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს - მოხელეებს, შეუძლიათ ისარგებლონ ორსულობის, ბავშვის შობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით, საიდანაც, ანაზღაურებადი შვებულების მოცულობა ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შეადგენს 183 დღეს, ხოლო, მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში 200 დღეს.

განაგრძეთ კითხვა