ვაქცინაციის ძალა - როგორია კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობს 80%-ზე მეტი ვაქცინირებულია | Allnews.Ge

ვაქცინაციის ძალა - როგორია კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობს 80%-ზე მეტი ვაქცინირებულია

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია ჯერ კი­დევ აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, გა­სულ კვი­რა­ში მსოფ­ლი­ო­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 6 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა დიდ­წი­ლად, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა უმე­ტე­სო­ბა იმ ქვეყ­ნებ­ზე მო­დის, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ნა­წილს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არ მი­უ­ღია.

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნებს მსოფ­ლი­ო­ში დღემ­დე ბევ­რი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს, თუმ­ცა უკვე არ­სე­ბობს სტა­ტის­ტი­კა, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს, რომ ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი ეფექ­ტი­ა­ნია და ის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს Covid-19-ით სიკ­ვდი­ლის რისკს.

koronaphoto-41720-1637138441.jpg

ვნა­ხოთ, რო­გო­რია ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ამ დრო­ის­თვის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი აც­რი­ლია:

არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი - სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 90%. კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ბოლო დღე­ე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი ასე­თია: 13 ნო­ემ­ბერს 1 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 14 ნო­ემ­ბერს კო­ვი­დით გარ­დაც­ვა­ლე­ბის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, 15 ნო­ემ­ბერს კი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერთი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი. მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც. ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 100-საც არ აღ­წევს.

პორ­ტუ­გა­ლია - სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 87%. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ბოლო დღე­ე­ბის სტა­ტის­ტი­კა ასე­თია: 14 ნო­ემ­ბე­რი - 15 გარ­დაც­ვლი­ლი, 15 ნო­ემ­ბე­რი - 8 გარ­დაც­ვლი­ლი, 16 ნო­ემ­ბე­რი - 8 გარ­დაც­ვლი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად 1000-დან 2000-მდე მერ­ყე­ობს. 16 ნო­ემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 1693 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

მალ­ტა - სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 86%. 2 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ მალ­ტა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.2 ნო­ემ­ბერს კი ვირუსს ერთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს, ბოლო სამი დღის სტა­ტის­ტი­კა ასე­თია: 14 ნო­ემ­ბე­რი - 34 შემ­თხვე­ვა, 15 ნო­ემ­ბე­რი - 55 შემ­თხვე­ვა, 16 ნო­ემ­ბე­რი - 64 შემ­თხვე­ვა.

ჩილე - სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 83%. ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი კი ასე­თია: 14 ნო­ემ­ბე­რი - 24 შემ­თხვე­ვა, 15 ნო­ემ­ბე­რი - გარ­დაც­ვა­ლე­ბის 26 შემ­თხვე­ვა, 16 ნო­ემ­ბე­რი - გარ­დაც­ვა­ლე­ბის 4 შემ­თხვე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის ყო­ველ­დღი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელს, ბოლო დღე­ე­ბია, კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი 2000-ს აჭარ­ბებს.

სინ­გა­პუ­რი - სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 82%. 14 ნო­ემ­ბერს ვირუსს 10 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, 15 ნო­ემ­ბერს 8 პა­ცი­ენ­ტი, 16 ნო­ემ­ბერს - 18.

კამ­ბო­ჯა - სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 80%. 14 ნო­ემ­ბე­რი აღ­წე­რეს გარ­დაც­ვა­ლე­ბი 6 შემ­თხვე­ვა, 15 ნო­ემ­ბერს 5 შემ­თხვე­ვა, 16 ნო­ემ­ბერს კი - 4. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის ყო­ველ­დღი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელს, ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სის 40-დან 60-მდე შემ­თხვე­ვა ვლინ­დე­ბა.

ეს­პა­ნე­თი - სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის 80%. 14 ნო­ემ­ბერს კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბი 14 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, 15 ნო­ემ­ბე­რი - 15 შემ­თხვე­ვა, 16 ნო­ემ­ბე­რი - 29 შემ­თხვე­ვა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის დღი­დან ამ დრომ­დე, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით აღ­წე­რი­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის 255 მი­ლი­ონ­ზე მეტი შემ­თხვე­ვა, ვირუსს 5,1 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

შე­ნიშ­ვნა: სტა­ტია მომ­ზა­დე­ბუ­ლია worldometers-სა და nytimes.com-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით.