თბილისში მცირე თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი - როდიდან გაუარესდება ამინდი საქართველოში? | Allnews.Ge

თბილისში მცირე თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი - როდიდან გაუარესდება ამინდი საქართველოში?

სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, თბი­ლის­ში, 16 ნო­ემ­ბრის სა­ღა­მო­დან 17 ნო­ემ­ბრის დი­ლამ­დე მცი­რე თოვლ - ჭყა­პი და ნის­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში 15 ნო­ემ­ბერს შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა შე­და­რე­ბით თბი­ლი და უნა­ლე­ქო ამინ­დი. დღის ბო­ლო­დან ხვალ დი­ლამ­დე იქ­რო­ლებს ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი. ტემ­პე­რა­ტუ­რა +13, +15 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა. 16 ნო­ემ­ბერს დღი­სით იწ­ვი­მებს, ხოლო გვი­ან სა­ღა­მო­დან 17 ნო­ემ­ბრის დი­ლამ­დე მცი­რე თოვ­ლჭყა­პი და ნის­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღის სა­ა­თებ­ში +5, +7 გრა­დუ­სამ­დე და­იკ­ლებს. 18 ნო­ემ­ბერს გა­მო­ი­და­რებს, ტემ­პე­რა­ტუ­რა 2-3 გრა­დუ­სით მო­ი­მა­ტებს.

15 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა შე­და­რე­ბით თბი­ლი და უნა­ლე­ქო ამინ­დი ამინ­დი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +13, +18 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

დღის ბო­ლო­დან 16 ნო­ემ­ბრის დი­ლამ­დე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია წვი­მა, მა­ღალმთა­ში თოვ­ლი. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ზო­გან იწ­ვი­მებს, მა­ღალმთა­ში მო­თოვს, იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი.

17-18 ნო­ემ­ბერს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ი­და­რებს და კვლავ თბი­ლი და უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 17 ნო­ემ­ბერს მო­იღ­რუბ­ლე­ბა, აცივ­დე­ბა, ცალ­კე­ულ რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი, ღა­მით უმე­ტე­სად თოვ­ლის სა­ხით და ნის­ლი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +3, +8 გრა­დუ­სამ­დე და­იკ­ლებს. 18 ნო­ემ­ბერს გა­მო­ი­და­რებს, ტემ­პე­რა­ტუ­რა +7, +12 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.