„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს სხვადასხვა სახის საპროტესტო აქცია გაიმართება | Allnews.Ge

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს სხვადასხვა სახის საპროტესტო აქცია გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს სხვადასხვა სახის საპროტესტო აქცია გაიმართება. აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გუშინ განაცხადა.

კონკრეტული გეგმის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

როგორც ნიკა მელიამ გუშინ განმარტა, აქციები არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა რეგიონშიც ჩატარდება.

„გაიმართება რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა თბილისში და არამხოლოდ თბილისში, რასაც ახლა არ დაავანონსებ, მაგრამ დილიდან ამ ყველაფერს იხილავთ.

ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი, ოპოზიციური პარტია, ამ საერთო საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული, რომ მიტაცებული არჩევნები უკან დაიბრუნონ, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა მოვიპოვოთ.

14 ნოემბერს , 19:00 საათზე „სირცხვილია“ აქ, რუსთაველის გამზირზე, აქციას გამართვს, ჩვენ კი სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციას გავმართავთ, არამხოლოდ თბილისში“,-აღნიშნავს მელია.