თბილისის რომელ უბანში რა ღირს ბინები? | Allnews.Ge

თბილისის რომელ უბანში რა ღირს ბინები?

2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.9 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 6.2 პროცენტით არის გაზრდილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2021 წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-1.8 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (-4.6 პროცენტი). 2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - კერძო სახლებზე 13.5 პროცენტით, ხოლო ბინებზე 7.3 პროცენტით.

„საქსტატმა“ გამოაქვეყნა ბინების ფასები 1კვ. მეტრზე, თბილისის სხვადასხვა უბნის მიხედვით:

მთაწმინდა - 4 089 ლარი;

ვაკე - 3 612 ლარი;

საბურთალო - 2 986 ლარი;

ჩუღურეთი - 2 970 ლარი;

კრწანისი - 2 964 ლარი;

განაგრძეთ კითხვა