"ეს კეთდება რუსი ოლიგარქებისთვის... აქ კაპიკებში იყიდიან უძრავ ქონებას და ჩვენ მომსახურე პერსონალი ვიქნებით" - აფხაზების მწვავე რეაქციები ბჟანიას ინიციატივაზე | Allnews.Ge

"ეს კეთდება რუსი ოლიგარქებისთვის... აქ კაპიკებში იყიდიან უძრავ ქონებას და ჩვენ მომსახურე პერსონალი ვიქნებით" - აფხაზების მწვავე რეაქციები ბჟანიას ინიციატივაზე

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბამ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მძაფ­რი კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია. მათი თქმით, ბოლო ხა­ნებ­ში ას­ლან ბჟა­ნი­ას მოს­კოვ­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრო­ცე­სე­ბი ისე ვი­თარ­დე­ბო­და, რომ ეს შე­დე­გი გარ­და­უ­ვა­ლი იყო, მაგ­რამ იმ ფონ­ზე, რო­დე­საც მისი გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით აქ­ცი­ე­ბის იმარ­თე­ბა, მისი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა კი­დევ უფრო გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია.

Эхо Кавказа -სთან სა­უ­ბარ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი პუბ­ლი­ცის­ტი, ნა­ი­რა ამა­ლია ამ­ბობს, რომ ბჟა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბას, რომ აფხა­ზეთს უნდა მი­ე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა შე­ის­ყი­დონ და ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცია და­ა­ბან­დონ, მის უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. მი­სი­ვე თქმით, რე­გი­ო­ნი ისევ 2016 წელ­ში ბრუნ­დე­ბა, რო­დე­საც რაულ ხა­ჯიმ­ბას გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბო­და.

"არა­ერ­თხელ ვი­სა­უბ­რეთ ამა­ზე - აფხა­ზე­თი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, მცი­რე მო­სახ­ლე­ო­ბით და უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უძ­რა­ვის ქო­ნე­ბის მი­ყიდ­ვის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბით, ჩვენ თან­და­თან დავ­კარ­გავთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. ვინ იყი­დის უძ­რავ ქო­ნე­ბას აფხა­ზეთ­ში? გა­სა­გე­ბია, რომ ამას ვერ შეძ­ლებს რუ­სე­თის უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი ხელ­ფას­ზე ცხოვ­რო­ბენ და ზედ­მე­ტი ფული არ აქვთ, კრე­დი­ტებს იხ­დი­ან. ეს ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა რუსი ოლი­გარ­ქე­ბის­თვის, მათ ყვე­ლა­ნა­ირ წი­ნა­პი­რო­ბას უქ­მნი­ან აქ შე­მოს­ვლის­თვის. ალ­ბათ აღად­გე­ნენ იმ დიდ ქარ­ხნებ­სა და ფაბ­რი­კებს, რო­მე­ლიც ომის შემ­დეგ და­ინ­გრა. ამა­ზე სა­უბ­რობ­დნენ, ტყვარ­ჩელ­ში, შახ­ტებ­ში ნახ­ში­რის მო­პო­ვე­ბა­ზე, რო­მელ­საც თურ­მე უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რის გა­რე­შე ვერ აღად­გე­ნენ...

თავ­ზე გვენგრე­ვა ყვე­ლა­ფე­რი. ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა 240 ათა­სიც არ არის, ორი ევ­რო­პუ­ლი ქარ­ხნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაა და რის შეც­ვლას შევ­ძლებთ რა­ი­მე საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში? რას ვა­კე­თებთ, ეკო­ნო­მი­კის ვი­თომ გან­ვი­თა­რე­ბის სა­პირ­წო­ნედ სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვდებთ სას­წორ­ზე?! ჯერ ახლა ვართ მიბ­მუ­ლი რუ­სეთ­ზე ენერ­გო­რე­სურ­სე­ბით და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა მოხ­დე­ბა, რო­დე­საც ოლი­გარ­ქე­ბი კა­პი­კებ­ში იყი­დი­ან ჩვენს უძ­რავ ქო­ნე­ბას, ხელ­ში ჩა­იგ­დე­ბენ ჩვენს ბიზ­ნესს... მშვი­დო­ბით, სამ­შობ­ლო! ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი ვიქ­ნე­ბით, რო­გორც ეს და­ბა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ქვეყ­ნებ­ში ხდე­ბა, რო­დე­საც იქ კა­პი­ტა­ლიზ­მი შე­დის. ისე, რო­გორც ეს მოხ­და ინ­დო­ე­თის გარ­კვე­ულ პრო­ვინ­ცი­ებ­ში, მათ მი­წე­ბი დათ­მეს შუ­ში­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბის სა­ნაც­ვლოდ. არ გვინ­და, მათი ბე­დის გა­ზი­ა­რე­ბა..." - მი­აჩ­ნია ამა­ლი­ას.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა ის, რომ "ომის შემ­დეგ, მათი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი თურ­ქე­თი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ, აფხა­ზეთ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის და­სა­ბან­დებ­ლად, მაგ­რამ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მის­ცეს.

აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ბალ დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტუ­რიზ­მის გარ­და, ვერ შეძ­ლეს ექ­სპორტ-იმ­პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა, შიდა ეკო­ნო­მი­კის­თვის.

"ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ნა­წი­ლობ­რივ ან მთლი­ა­ნად და­კარ­გვა მოჰ­ყვე­ბა. რუსი ოლი­გარ­ქე­ბის შე­მოს­ვლას მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ ჰყავს მომ­ხრე­ე­ბიც. მათი მო­საზ­რე­ბით, აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს არ აქვთ საკ­მა­რი­სი თან­ხა, არ არ­სე­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ვეს­ტო­რე­ბი, ანუ არ არის საკ­მა­რი­სი ფული უძ­რა­ვის ქო­ნე­ბის ასათ­ვი­სებ­ლად...

რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ რუსი ოლი­გარ­ქე­ბი არ გვჭირ­დე­ბა, გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ოლი­გარ­ქე­ბიც გვყავს, რომ­ლე­ბიც კრი­მი­ნა­ლებ­თან არი­ან ალი­ან­სში და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აძ­ლე­ვენ. ამი­ტომ, იქ­ნე­ბა შვე­ბაც იყოს" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი თა­მარ გო­ლან­ძია.

"გვინ­და თუ არა, ეს მა­ინც მოხ­დე­ბა - ოლი­გარ­ქე­ბი კი არა, სულ დამ­პყრობ­ლე­ბი რომ ვე­ძა­ხოთ, აფხა­ზურ ბიზ­ნეს­ში მათი შე­მოს­ვლა მა­ინც გარ­და­უ­ვა­ლია. ასე ვერ გა­ვაგ­რძე­ლებთ, 30 წე­ლია უკუს­ვლა გვაქვს... შე­საძ­ლოა, ბჟა­ნი­ას თა­ვა­დაც არ უნ­დო­დეს კვი­რა­ში ერთხელ მოს­კოვ­ში სირ­ბი­ლი და პუ­ტი­ნის კა­რებ­ზე კა­კუ­ნი, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა სფე­რო­ში კრი­ზი­სია, მას ემა­ტე­ბა ენერ­გოკ­რი­ზი­სი. წაგ­ვლე­კა მა­ი­ნინ­გის ბიზ­ნეს­მა; ზამ­თა­რი მო­დის და ვხე­დავთ, რომ დღე-ღა­მე­ში 6-8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­ნი­სა და წყლის გა­რე­შე ვართ, ფი­ზი­კუ­რი გა­დარ­ჩე­ნის საშ­ვე­ლი კი, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ მოს­კო­ვი­დან ჩანს..." - წერს ერნა გუ­ლია.

"ის, რომ ბჟა­ნია ამ­დენს გვი­ბე­დავს, არის ჩვე­ნი და ოპო­ზი­ცი­ის ბრა­ლი, ვე­ტე­რა­ნებ­მა ისე გა­ი­ფუ­ჭეს სა­ხე­ლი, რომ სპეც­რაზმმა ცხვირ-პირი და­უმტვრია, მაგ­რამ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მოჰ­ყვნენ აქ­ცი­ა­ზე. ამი­ტო­მაც, ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დი იმას აკე­თებს, რა­საც სა­ჭი­როდ თვლის" - მი­აჩ­ნია რო­მან წვიჟ­ბას.

myquiz