იგეგმება თუ არა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესება - რას ამბობს ამირან გამყრელიძე | Allnews.Ge

იგეგმება თუ არა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესება - რას ამბობს ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ეპიდ­ვი­თა­რე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად არის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა არ იგეგ­მე­ბა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, დღეს ეპი­დე­მი­ის­გან მთა­ვა­რი დაც­ვა არის ვაქ­ცი­ნა­ცია.

"სე­რი­ო­ზუ­ლად არის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა. დღე­საც 4445 შემ­თხვე­ვაა და 77 გარ­დაც­ვლი­ლი. ამ ყვე­ლა­ფერს შე­ა­კა­ვებს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი, ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის შემ­დეგ, ოდ­ნავ და­იძ­რა, 7 ათას­ზე მეტი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია დღეს და დიდი იმე­დი მაქვს, რომ მო­ნა­ცე­მი თან­და­თა­ნო­ბით გა­იზ­რდე­ბა. არა­ვი­თა­რი შე­ზღუდ­ვა არ იქ­ნე­ბა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ იქ­ნე­ბა ე.წ. მწვა­ნე პასპრო­ტე­ბის სის­ტე­მა, 200 ლა­რი­ა­ნი წა­ხა­ლი­სე­ბა 60 წლის ზე­მოთ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. იქ­ნე­ბა მო­წო­დე­ბე­ბი და გთხოვთ, ტე­ლე­ვი­ზი­ებს, რომ სულ იყოს მორ­ბე­ნა­ლი სტრი­ქო­ნი "აცრა გვი­ცავს“ და "წა­ვი­დეთ ავიც­რათ“. ჩვე­ნი სლო­გა­ნია დღეს "ვიც­რე­ბით ერ­თმა­ნე­თის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს სამ­სა­ხურ­ში“,- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.