12 ნოემბრიდან დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - როდემდე გაგრძელდება დარიანი ამინდები | Allnews.Ge

12 ნოემბრიდან დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - როდემდე გაგრძელდება დარიანი ამინდები

11 ნო­ემ­ბერს დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ცალ­კე­ულ რა­ი­ონ­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი.

12 ნო­ემ­ბრი­დან 16 ნო­ემ­ბრამ­დე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია თბი­ლი და უნა­ლე­ქო ამინ­დი. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 11-12 ნო­ემ­ბერს +10, +15 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში და­ფიქ­სირ­დე­ბა, ხოლო 13-15 ნო­ემ­ბერს +17, +22 გრა­დუ­სამ­დე დათ­ბე­ბა.

11-12 ნო­ემ­ბერს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ცალ­კე­ულ რა­ი­ონ­ში შე­საძ­ლოა მცი­რე ნა­ლე­ქი და ნის­ლი აღი­ნიშ­ნოს. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +6, +11 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა. 16 ნო­ემ­ბრამ­დე უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ტემ­პე­რა­ტუ­რა +11, +16 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.

თბი­ლის­ში 11-12 ნო­ემ­ბერს (ძი­რი­თა­დად ღა­მი­სა და დი­ლის სა­ა­თებ­ში) შე­საძ­ლოა მცი­რე წვი­მა და ნის­ლი აღი­ნიშ­ნოს. ტემ­პე­რა­ტუ­რა +9, +11 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა, შემ­დგომ­ში კი უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა დღის სა­ა­თებ­ში +14, +16 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს.