"სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით" - იუსტიციის მინისტრი | Allnews.Ge

"სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით" - იუსტიციის მინისტრი

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ჩი­ვა­რი კერ­ძო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მოს­თხო­ვა შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის რატი ბრე­გა­ძის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც რატი ბრე­გა­ძე ავ­რცე­ლებს.

რო­გორც მი­ნის­ტრი აცხა­დებს, მთავ­რო­ბამ 2021 წლის 24 ნო­ემ­ბრამ­დე ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს უნდა მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია მომ­ჩივ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე.

„სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს 2021 წლის 10 ნო­ემ­ბრის წე­რი­ლით ეც­ნო­ბა, რომ ამა­ვე თა­რიღ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მი­მარ­თეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს შემ­დე­გი მო­თხოვ­ნით: და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­დეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნა №18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან (სა­დაც, მომ­ჩი­ვა­ნი მხა­რის გან­მარ­ტე­ბით, არ არის სა­თა­ნა­დოდ და­ცუ­ლი მისი ჯან­მრთე­ლო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა) მრა­ვალპრო­ფი­ლი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში.

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ მომ­ჩივ­ნის ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და სა­ხელ­მწი­ფოს­თვის სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის ნაც­ვლად, მომ­ჩი­ვან მხა­რეს და­ჟი­ნე­ბით მო­უ­წო­და შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ 2021 წლის 24 ნო­ემ­ბრამ­დე ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს უნდა მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია მომ­ჩივ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე”, - აღ­ნიშ­ნავს ბრე­გა­ძე.