საშინელი ექსპერიმენტები ბავშვებზე, რომლებსაც გასულ საუკუნეში სხვადასხვა მიზნით ატარებდნენ | Allnews.Ge

საშინელი ექსპერიმენტები ბავშვებზე, რომლებსაც გასულ საუკუნეში სხვადასხვა მიზნით ატარებდნენ

მეოცე საუკუნეში ბავშვებზე სასტიკ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. რამდენიმე დღის წინ უენდელ ჯონსონის ექსპერიმენტზე მოგიყევით, რომელიც ბავშვებში ენაბორძიკობას იკვლევდა და შედეგი იმდენად საზიანო აღმოჩნდა, კვლევა ვერც გამოაქვეყნეს, ბავშვები კი მთელი დარჩენილი ცხოვრება ებრძოდნენ ენაბორძიკობის პრობლემას.

თუმცა, გასულ საუკუნეში მხოლოდ ჯონსონის ექსპერიმენტი არ ყოფილა გამაოგნებელი. მეორე მსოფლიო ომის დროს, დოქტორმა მენგელემ, ევროპაში საკონცენტრაციო ბანაკში მყოფ ბავშვებზე ყველაზე ამაზრზენი ექსპერიმენტი ჩაატაარა, რამაც პატარა, უდანაშაულო არსებების სიკვდილი გამოიწვია.

ამ ადამიანის დანაშაული განუზომელია არა მხოლოდ იმ ადამიანების წინაშე, ვისი სიცოცხლეც ჯოჯოხეთად აქცია, არამედ მთელი კაცობრიობის წინაშე. ტყუილად როდი უწოდეს “სიკვდილის ანგელოზი”. ეს იყო ადამიანი, რომელიც ნაცისტების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ საკონცენტრაციო ბანაკში – ოსვენციმში მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის დროს და უსასტიკეს ექსპერიმენტებს ატარებდა ებრაელ ტყვეებზე. განსაკუთრებულად აინტერესებდა ტყუპების ფენომენი. სწორედ ამის გამო, ტყვეთა შორის ათასობით ტყუპი ბავშვი გამოარჩია, რომლებსაც თავის გიჟურ ცდებში იყენებდა.

mengele-1636438168.jpg

ის ბავშვებს ერთმანეთზე აკერებდა – ცდილობდა თავად შეექმნა სიამის ტყუპები, კვეთდა მათ ორგანოებს და ხელახლა ამაგრებდა... აკეთებდა ყველაფერს, რაც თავში მოუვიდოდა და უამრავი ბავშვი თუ მოზრდილი ეწირებოდა მის სიგიჟეს. ატარებდა ცდებს ანესთეზიის გარეშე ორგანოების გადანერგვაზე, ექსპერიმენტებს მჟავებით და ელექტროენერგიით... მისი მსხვერპლი ათობით ათასი ადამიანი გახდა. ომის დამთავრების შემდეგ მან სასწაულებრივად მოახერხა გაქცევა ისე, რომ ყველა საბუთი გაანადგურა. სახელი არაერთხელ შეიცვალა და რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანაში მშვიდად იცხოვრა. ბოლოს, 1979 წელს, ბრაზილიაში, ზღვაზე დასვენების დროს გარდაიცვალა გულის შეტევით... ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი უსასტიკესი ადამიანი.

საბჭოთა მეცნიერებმა რეფლექსების შესწავლა დაიწყეს, რათა ენახათ, როგორ ფორმირდებოდა ის ადამიანებში და ამისათვის უსახლკარო ბავშვები შეარჩიეს. ისინიც სიამოვნებით დათანხმდნენ, რადგანაც ცდის პერიოდში უნაზღაურდებოდათ კვების ხარჯები, ჰქონდათ საკუთარ საწოლზე დაწოლისა და ბანაობის შესაძლებლობა. თუმცა, კვლევისას სანერწყვე ჯირკვლის სადინარი ლოყის გარეთა მხარეს გამოიტანეს და ასე დატოვეს... რაც იმას ნიშნავდა, რომ ექსპერიმენტში მონაწილეები მთელი ცხოვრების განმავლობაში ნერწყვს ვერ შეიკავდებდნენ და არც ინფექციებისგან იქნებოდნენ დაცულები.

33333-1636438226.jpg

ბიჰევიორიზმის ავტორი, ფსიქოლოგი ჯონ უოტსონი შიშისა და ჰობიების წარმომავლობაზე მუშაობდა: როგორ აღმოცენდება, რასთან არის დაკავშირებული, შეიძლება თუ არა მათი ხელოვნურად შექმნა? ერთ-ერთი თავისი ექსპერიმენტი უოტსონმა ჩაატარა უდედმამო, 9 თვის ბავშვზე სახელად ალბერტზე. პირველი 2 თვის მანძილზე ბავშვს აჩვენებდნენ სხვადასხვა ობიექტს, რომლებიც ჰგავდა ერთმანეთს: თეთრ ვირთხას, ბაჭიას, ბამბის გორგალს, წვერიანი სანტა კლაუსის ნიღაბს და სხვადასხვა მსგავს ნივთს. თავიდან ალბერტს არ ეშინოდა ვირთხის და თამაშობდა მასთან. ცოტა ხანში უოტსონმა ექსპერიმენტში ჩართო გამაღიზიანებელი ელემენტი: ის მეტალის ფირფიტაზე ჩაქუჩს ურტყამდა მაშინ, როდესაც ალბერტი ხელს კიდებდა ვირთხას. მალე ბავშვს ჩამოუყალიბდა რეფლექსი - ის აღარ ეხებოდა ვირთხას, რათა არ გამოეწვია ჩაქუჩის ხმა. ერთი კვირის შემდეგ ვირთხა მოათავსეს ბავშვის საწოლში და ისევ გამოიწვიეს ხმაური.

განაგრძეთ კითხვა