"სოფლის მცხოვრებთ იძულებით დაათმობინეს მიწის ნაკვეთები და უზარმაზარ ტერიტორიაზე მანგანუმის მოსაპოვებლად ლიცენზიები გასცეს" - რა ელის სოფელ შქმერს? | Allnews.Ge

"სოფლის მცხოვრებთ იძულებით დაათმობინეს მიწის ნაკვეთები და უზარმაზარ ტერიტორიაზე მანგანუმის მოსაპოვებლად ლიცენზიები გასცეს" - რა ელის სოფელ შქმერს?

ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ შქმე­რის მო­სახ­ლე­ო­ბა სო­ფელ­ში წი­ა­ღი­სე­უ­ლის (მან­გა­ნუ­მის) მო­პო­ვე­ბა­ზე გა­ცე­მუ­ლი ლი­ცენ­ზი­ის გა­უქ­მე­ბას ითხოვს. მათი მტკი­ცე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სე­ბი უნი­კა­ლურ ბუ­ნე­ბას და­ა­ზი­ა­ნებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ შქმერ­ში უზარ­მა­ზარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე -1 531 070 კვად­რა­ტულ მეტრზე მან­გა­ნუ­მის მო­სა­პო­ვებ­ლად ახა­ლი ლი­ცენ­ზი­ე­ბი ისე გას­ცა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და. კვი­რას, 7 ნო­ემ­ბერს სო­ფელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და კი­დევ ერთხელ დაგ­მეს ეს პრო­ცე­სი. გა­და­წყდა, შე­იქ­მნას 10-კა­ცი­ა­ნი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ჩა­ერ­თვე­ბა ყვე­ლა პრო­ცეს­ში. "ჩვე­ნი მი­ზა­ნია არ გან­მე­ორ­დეს ის, რაც ხდე­ბა დღეს ჭი­ა­თუ­რა­ში. გვექ­ნე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. არ ვი­ცით რო­გორ გა­ვუმკლავ­დე­ბით ამ ყვე­ლა­ფერს", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან უკვე ჰქონ­და შეხ­ვედ­რა მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელს სო­ფელ შქმერ­ში და სოფ­ლის დე­პუ­ტატს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ამ სა­უბ­რის დე­ტა­ლებს არ ასა­ჯა­რო­ე­ბენ, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

ად­გი­ლობ­რი­ვი გოგა გაგ­ნი­ძე:

- შქმერ­ში მან­გა­ნუ­მის ღია წე­სით მო­პო­ვე­ბას იწყე­ბენ, ზუს­ტად ისე, რო­გორც "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი“ თხრის, ან­გრევს და ანად­გუ­რებს ჭი­ა­თუ­რა­სა და მის სოფ­ლებს. არა­და, როცა სა­ჩხე­რე-ონის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, გაჩ­ნდა იმის მო­ლო­დი­ნი, რომ ახა­ლი გზა რა­ჭას, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად დაც­ლი­ლია, ახალ სი­ცო­ცხლეს მო­უ­ტან­და და ტუ­რიზმს გა­ნა­ვი­თა­რებ­და. შქმე­რი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია ცნო­ბი­ლი და ამ უნი­კა­ლურ მხა­რე­ში, რო­მელ­საც უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, ყო­ველ­გვა­რი გან­ხილ­ვის გა­რე­შე წი­ა­ღი­სე­უ­ლის მო­პო­ვე­ბა­ზე ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მა არას­წო­რია.

-0:00 2005-2006 წლი­დან და­ი­წყო აქ მო­პო­ვე­ბა, მა­ში­ნაც ღია მო­პო­ვე­ბა იყო. მერე შე­ჩერ­და გზის უქონ­ლო­ბის გამო, მან­გა­ნუ­მის ფა­სიც და­ე­ცა, აღარ იყო რენ­ტა­ბე­ლუ­რი და ის კომ­პა­ნია წა­ვი­და. ის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც მა­შინ და­მუ­შავ­და, დღემ­დე არის ანა­ბეჭ­დი, თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი იმის, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ვი­დეს გა­რე­მოს ასე­თი მო­პყრო­ბის­გან.

სა­ხე­ზეა ერო­ზია, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ქა­ნე­ბი. ახლა ისევ გას­ცეს ლი­ცენ­ზია მო­პო­ვე­ბა­ზე. აქ მა­ღა­როს პრინ­ცი­პით მან­გა­ნუ­მის მო­პო­ვე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია, მხო­ლოდ ღია მო­პო­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს და ამას რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს, ამის მა­გა­ლი­თე­ბი უკვე არის. ამი­ტომ გვიჩ­ნდე­ბა პრო­ტეს­ტი. ჩვენ არ გვინ­და გან­მე­ორ­დეს ის, რაც ჭი­ა­თუ­რის სოფ­ლებ­ში ხდე­ბა. შქმერ­ში კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნია ჯერ­ჯე­რო­ბით შეს­წავ­ლას აწარ­მო­ებს. ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას კა­ნო­ნი­ე­რად და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ ეს გა­ა­სა­ჩივ­რა "ჯორ­ჯი­ან მარ­გა­ნე­ცის" კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა ირაკ­ლი ნო­ზა­ძემ, თით­ქოს ნაკ­ვე­თე­ბი არას­წო­რად, თაღ­ლი­თუ­რად იყო მი­ტა­ცე­ბუ­ლი. არა­და, ნაკ­ვე­თე­ბის სა­ბუ­თი ყვე­ლა მფლო­ბელს ჰქონ­და. ამ ხალ­ხის აზრი და ინ­ტე­რე­სი არა­ვინ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, ისი­ნი ცნეს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად და ჩა­მო­ერ­თვათ კუთ­ვნი­ლი მი­წე­ბი, უფრო მე­ტიც, მფლო­ბე­ლებს და­ე­კის­რათ პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლე­ბიც და ჯა­რი­მე­ბიც გა­და­ახ­დე­ვი­ნეს. სულ 12 ადა­მი­ა­ნი იყო პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ტარ­დე­ბო­და აუქ­ცი­ო­ნი მი­წებ­ზე და გა­ი­ცე­მო­და ლი­ცენ­ზი­ე­ბი. ამ ეტაპ­ზე 4 ლი­ცენ­ზი­აა გა­ცე­მუ­ლი, აქე­დან ერ­თია მო­პო­ვე­ბის ლი­ცენ­ზია - 4 ჰექ­ტარ­ზე და სამი შეს­წავ­ლის ლი­ცენ­ზია. სა­შიშ­რო­ე­ბა ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია. წლე­ბია ვხე­დავთ რო­გორ ხდე­ბა მო­პო­ვე­ბა ჭი­ა­თუ­რის მხა­რე­ში და რამ­დე­ნად სა­ში­შია ეს პრო­ცე­სი.

ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იმის პრე­ცე­დენ­ტი არ გვაქვს, რომ ასეთ დროს და­ცუ­ლი იყოს ყვე­ლა პი­რო­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ში დევს და რისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც ჩვენს ქვე­ყა­ნას აქვს, რომ ბუ­ნე­ბა არ უნდა და­ზი­ან­დეს. როცა მად­ნის ამო­ღე­ბა მოხ­დე­ბა, წე­სით ის ად­გი­ლი უნდა შე­ივ­სოს და და­ი­ფა­როს წი­ნას­წარ და­სა­წყო­ბე­ბუ­ლი ნი­ა­და­გის ფე­ნით, მაგ­რამ პრე­ცე­დენ­ტი რომ ეს ასე სად­მე გა­კეთ­და, არ გვაქვს. ამი­ტო­მაც ჩვე­ნი სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა­საც არ გვჯე­რა, რომ ეს მოხ­დე­ბა.

კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ სო­ფელ­ში, სა­უბ­რო­ბენ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, არა­ფე­რი გა­ფუჭ­დე­ბა, მან­გა­ნუ­მის მტვე­რი არ არის სა­ში­შიო, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს, რად­გან მან­გა­ნუ­მის მტვე­რი ერთ-ერთი ძლი­ე­რი კარ­ცე­ნო­გე­ნია. სტა­ტის­ტი­კაც ამას მოწ­მობს ჭი­ა­თუ­რა­სა და სა­ჩხე­რეს სოფ­ლებ­ში.

- რა ზო­მებს მი­მარ­თა მო­სახ­ლე­ო­ბამ?

- შეგ­როვ­და 260 ხელ­მო­წე­რა, ეს არას­რუ­ლია და ვი­თხოვთ პარ­ლა­მენ­ტში შე­სა­ბა­მის­მა კო­მი­ტეტ­მა გა­ნი­ხი­ლოს ეს სა­კი­თხი. სა­ჩი­ვა­რი შე­ტა­ნი­ლია ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­შიც. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვის" და "სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი" ჩი­ვი­ან. მათ­თან ერ­თად ერთ-ერთი მომ­ჩი­ვა­ნი მეც ვარ, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი. ამ­ჟა­მად მხო­ლოდ ერთი კომ­პა­ნია აწარ­მო­ებს შემ­სწავ­ლელ სა­მუ­შა­ო­ებს, ეს ნიშ­ნავს, რომ ხდე­ბა ად­გილ­ზე ნი­ა­და­გის და­მუ­შა­ვე­ბა, თუ და­ი­წყე­ბენ დატ­ვირ­თვას და წა­ღე­ბას, ეს უკვე დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბა. 4 კომ­პა­ნი­ი­დან, რო­მელ­მაც ლი­ცენ­ზია მო­ი­პო­ვა, სამი აუქ­ცი­ო­ნამ­დე 3 დღით ადრე შექ­მნი­ლია. რო­გორც წესი, წი­ა­ღი­სე­უ­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ახა­ლი საქ­მის­თვის ახალ კომ­პა­ნი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რად ქმნი­ან, რომ სუფ­თად წარ­მო­ა­ჩი­ნონ ვი­თა­რე­ბა. ყო­ველ­თვის ამ ახა­ლი კომ­პა­ნი­ის უკან ის ძვე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი დგა­ნან, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქაც ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა.

- გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თუ მი­მარ­თეთ?

- ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მის პრო­ცე­სი ზო­გა­დად რამ­დე­ნი­მე ეტაპს მო­ი­ცავს და მო­ი­თხოვს ძი­რე­ულ შეს­წავ­ლას იმის, თუ რა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა მი­ად­გეს გა­რე­მოს და მო­სახ­ლე­ო­ბას, ეს შეს­წავ­ლა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. კო­მუ­ნი­კა­ცია სო­ფელ­თან არ მომ­ხდა­რა, არის ფურ­ცე­ლი, კრე­ბის ოქმი, რო­მელ­საც სამი ადა­მი­ა­ნი აწერს ხელს და ითხოვს შე­მო­ი­ღო­ბოს სოფ­ლის სა­ლო­ცა­ვი და გა­იყ­ვა­ნონ წყა­ლი. ეს არის ფიქ­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბა, სამი ადა­მი­ა­ნი არ არის მთე­ლი სო­ფე­ლი. სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ სო­ფე­ლი შქმე­რი და მისი მი­და­მო­ე­ბი 2008 წლის შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შეყ­ვა­ნი­ლია მსოფ­ლიო ნაკ­რძა­ლის ეროვ­ნუ­ლი ქსე­ლის არე­ალ­ში ფა­უ­ნის დაც­ვის მხრივ. რად­გან აქ არის უნი­კა­ლუ­რი ფა­უ­ნა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აღე­ბუ­ლია, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მსგავ­სი ლი­ცენ­ზი­ე­ბის გა­ცე­მა ძა­ლი­ან ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბის და ძირ­ფეს­ვი­ა­ნი შეს­წავ­ლის გა­რე­შე არ შე­იძ­ლე­ბა.

shqmeri-39795-1636356241.jpg

მსგავ­სი პრო­ცე­სი არე­ალ­ში მხო­ლოდ მა­შინ არის დაშ­ვე­ბუ­ლი თუ ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის უნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ეხე­ბა. ამას კი არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს თავ­დაც­ვის უნა­რი­ა­ნო­ბას­თან, რად­გან აქ მხო­ლოდ ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სია. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­უქ­მდეს გა­ცე­მუ­ლი ლი­ცენ­ზია და და­ცუ­ლი იყოს ეს ტე­რი­ტო­რია. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კომ­პა­ნია გავა კო­ლო­სა­ლურ მო­გე­ბა­ზე და შე­დე­გად მი­ვი­ღებთ და­ზი­ა­ნე­ბულ გა­რე­მოს, რო­მე­ლიც აღ­დგე­ნას სა­უ­კუ­ნე­ე­ბი დას­ჭირ­დე­ბა, იმ დო­ნე­ზე ხდე­ბა ჩას­ვლა და ფე­ნე­ბის ამო­ტა­ნა, მო­სახ­ლე­ო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და­ტო­ვოს იქა­უ­რო­ბა და და­იც­ლე­ბა ეს უნი­კა­ლუ­რი სო­ფე­ლი.

"სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრის" პო­ლი­ტი­კის პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი თა­თუ­ლი ჭუ­ბაბ­რია:

- 2021 წლის ივ­ლის­ში, შქმრე­ში გა­ი­ცა მან­გა­ნუ­მის მო­პო­ვე­ბა­ზე ლი­ცენ­ზია. "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა" და "სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი" ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში მო­ვი­თხოვთ ამ ლი­ცენ­ზი­ე­ბის გა­უქ­მე­ბას, რად­გან არ იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და ლი­ცენ­ზია გა­ი­ცა ამ პრინ­ცი­პის გა­რე­შე. და­ვინ­ტე­რეს­დით ვინ შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ლი­ცენ­ზი­ის მა­ძი­ე­ბე­ლი. გა­ირ­კვა რომ გა­ცე­მუ­ლია შპს "ტექ­ნო­ლო­ჯი 2021"-ზე ლი­ცენ­ზია და აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა კავ­ში­რი "ჭი­ა­თუ­რის მან­გა­ნუ­მის" მომ­პო­ვე­ბელ აქ­ტო­რებ­თა­ნაც.

სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია ისიც, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრეს და და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ლი­ცენ­ზი­ის მა­ძი­ებ­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. აღიძ­რა საქ­მე თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, კა­ნო­ნი­ე­რად დამ­ტკი­ცე­ბულ მი­წებ­ზე.

მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე მოხ­და ზე­წო­ლა, ჩა­მო­ერ­თვათ მი­წე­ბი. ჩვენ უშუ­ა­ლოდ სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა გა­დავ­წყვი­ტეთ მას შემ­დეგ რაც ჩვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია შედ­გა "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვას­თან", რო­მელ­მაც შე­ის­წავ­ლა ლი­ცენ­ზი­ის პი­რო­ბე­ბი და ახლა ვი­თხოვთ ლი­ცენ­ზი­ე­ბის ბა­თი­ლო­ბას. გზის გაყ­ვა­ნამ წა­ა­ხა­ლი­სა და მო­ტი­ვა­ცია მის­ცა ლი­ცენ­ზი­ის მა­ძი­ებ­ლებს, რომ ლი­ცენ­ზია მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ. მან­გა­ნუ­მია და აქაც ჭი­ა­თუ­რის ფი­გუ­რან­ტე­ბი ჩა­ნან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის.

პირ­ველ ეტაპ­ზე ვდა­ობთ მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა - მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პრინ­ციპ­ზე, ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ აუქ­ცი­ო­ნი არ უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო და ლი­ცენ­ზია არ გა­ყი­დუ­ლი­ყო მა­ნამ, ვიდ­რე ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლო­ბის­გან თან­ხმო­ბას არ მი­ი­ღებ­დნენ. ხალ­ხის და­ში­ნე­ბას, და­ჯა­რი­მე­ბას და დევ­ნას ჰქონ­და ად­გი­ლი. და­ში­ნე­ბის მსხვერ­პლე­ბი არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. კი ბა­ტო­ნო, დაც­ლი­ლია რე­გი­ო­ნი და ძა­ლი­ან მცი­რეა იქ მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ფლობ­დნენ კონ­კრე­ტუ­ლად ამ ტე­რი­ტო­რი­ებს, და­იმ­ტკი­ცეს კა­ნო­ნი­ე­რად მი­წე­ბი და თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლი წა­უ­ყე­ნეს მათ და ჩა­მო­არ­თვეს კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბამ დაც­ვის უფ­ლე­ბი­თაც ვერ ისარ­გებ­ლა, მათ და­ე­ნიშ­ნათ სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი. ეს იყო ის პე­რი­ო­დი როცა დის­ტან­ცი­უ­რად უწევ­დათ ზუ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბა და ვერ აღიქ­მე­ბო­და რე­ა­ლო­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი 3000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მეს, პი­რო­ბი­თი მსჯავ­რიც და­ე­დოთ, ქო­ნე­ბაც ჩა­მო­არ­თვეს. გამ­გე­ბელ­ზე იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი 5000 ლარი ჯა­რი­მა, არა­და, მათი იყო ეს ქო­ნე­ბა. ახლა ვცდი­ლობთ ამ მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბას.

ძა­ლი­ან ფარ­თო ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა ლი­ცენ­ზია გა­ცე­მუ­ლი და რო­გორც ჭი­ა­თუ­რა­ში, აქაც გა­და­თხრრე­ბა და და­ბინ­ძურ­დე­ბა გა­რე­მო.

shqmeriii-39822-1636356278.jpg

- პრო­ცეს­ში გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ჩა­ერ­თო?

- გა­რე­მოს დაც­ვის კომ­პო­ნენ­ტი შე­მო­დის ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მის შემ­დეგ. ამა­ზე ჯერ არ ვსა­უბ­რობთ მაგ­რამ ესეც გახ­დე­ბა ერთ - ერთი სა­და­ვო სა­კი­თხი. და­წყე­ბუ­ლია სა­მუ­შა­ო­ე­ბი მათ აქვთ შეს­წავ­ლის მუ­შა­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის ნე­ბარ­თვა. რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს, იქი­დან ჯერ პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია, ჯერ ვა­დე­ბი აქვთ რომ გვი­პა­სუ­ხონ.

ambebi.ge ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­და მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელს სო­ფელ შქმერ­ში ზუ­რაბ ჯო­ხა­ძეს.

მისი თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბა ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლებს თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად.

ზუ­რაბ ჯო­ხა­ძე:

- ყვე­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მას, მაგ­რამ ამას მარ­ტო ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის პრო­ტეს­ტი არ ეყო­ფა. ყვე­ლას თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა, რომ და­ვიც­ვათ ჩვე­ნი ბუ­ნე­ბა. 7 ნო­ემ­ბერს გავ­მარ­თეთ აქ­ცია, შევ­ხვდით შპს "ტექ­ნო­ლო­ჯი 2021"-ის ხელ­მძღვა­ნელს, ერთ-ერთ ლი­ცენ­ზი­ან­ტია, სამ­წუ­ხა­როდ, არ­სე­ბი­თად არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, ვგეგ­მავთ კი­დევ უფრო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან პრო­ტესტს.

- ვი­ცით, ახა­ლი და­ნიშ­ნუ­ლი ხართ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, მაგ­რამ იქ­ნებ გაქვთ ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ თუ არა კა­ნო­ნი­ე­რად იმ ხალ­ხს მი­წე­ბი, რომ­ლე­ბიც თაღ­ლი­თო­ბა­ში ამ­ხილე?

- ეს მი­წე­ბი ამ ხალ­ხს წლე­ბია აქვთ. შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან აქვთ შე­სა­ბა­მი­სი სა­ბუ­თე­ბიც. კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლი იყო მათ­თვის მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­კა­ტას­ტრო რუკა იმ დო­კუ­მენტს არ ახ­ლავს. ად­გი­ლე­ბი იყო მო­ნიშ­ნუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტი გა­ცე­მუ­ლი, რომ­ლის რე­გის­ტრა­ცია შემ­დგომ სა­ჯა­რო რე­ესტრში მოხ­და. დო­კუ­მენ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლი იყო უბა­ნი და ვისი მიწა იყო. იუს­ტი­ცი­ამ უპ­რობ­ლე­მოდ და­უმ­ტკი­ცა მათ ეს მი­წე­ბი. მაგ­რამ შემ­დგომ როცა გაჩ­ნდა ინ­ტე­რე­სი, რომ აქ გა­ცე­მუ­ლი­ყო ლი­ცენ­ზია, ამ ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ თაღ­ლი­თო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. მარ­ტო იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი მი­წე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­დაც მან­გა­ნუ­მის მო­პო­ვე­ბა უნ­დათ და ლი­ცენ­ზი­ე­ბი გა­ი­ცა. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, მარ­ტო ეს მი­წე­ბი გახ­და სა­დაო, არა­და ანა­ლო­გი­უ­რი წე­სით არის სხვა მი­წე­ბიც გა­ცე­მუ­ლი. ძა­ლი­ან ცოტა თუ აქვს მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია...

თუ ვინ­მეს შე­უძ­ლია გვერ­დში დგო­მა და დახ­მა­რე­ბა, ვთხოვთ, გვერ­დში დაგ­ვიდ­გე­ნენ.

P.S. მო­სახ­ლე­ო­ბა ბრძო­ლას აპი­რებს და 21 ნო­ემ­ბერს, 14:00 სთ -ზე , სო­ფელ შქმე­რის ცენ­ტრში ფარ­თო­მაშ­ტა­ბი­ა­ნი აქ­ცია იგეგ­მე­ბა, მო­თხოვ­ნით: ბა­თი­ლად იქ­ნეს ცნო­ბი­ლი გა­ცე­მუ­ლი ლი­ცენ­ზი­ე­ბი.

P.S.S. ჩვენ ამ სა­კი­თხზე და­ვუ­კავ­შირ­დით ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­საც, რათა მოგ­ვეს­მი­ნა სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცია, დაგვპირ­დნენ, რომ გაგ­ვცემ­დნენ კი­თხვებ­ზე პა­სუხს, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მათი პო­ზი­ცი­ის გარ­კვე­ვა ვერ შევ­ძე­ლით. თუ სა­მი­ნიტ­რო გა­და­წყვეტს მარ­თლაც გას­ცეს კუ­თხვებს პა­სუ­ხი, მზად ვართ ეს პა­სუ­ხე­ბიც გა­მო­ვაქ­ვეყ­ნოთ.

ambebi.ge