"ზვიადი დაბრუნდა საქართველოში და მსხვერპლად შეეწირა, მაგრამ ამგვარმა თავგანწირვამაც კი ვერ იხსნა ჩვენი ქვეყანა" - რას სწერს მიხეილ სააკაშვილს მისი სკოლის დამრიგებელი | Allnews.Ge

"ზვიადი დაბრუნდა საქართველოში და მსხვერპლად შეეწირა, მაგრამ ამგვარმა თავგანწირვამაც კი ვერ იხსნა ჩვენი ქვეყანა" - რას სწერს მიხეილ სააკაშვილს მისი სკოლის დამრიგებელი

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, და­რე­ჯან გო­გო­ხია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და სა­ა­კაშ­ვილს შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტას სთხოვს. გარ­და ამი­სა, ის ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მიერ ბავ­შვო­ბა­ში და­წე­რილ ლექსსა და სკო­ლის პე­რი­ო­დი ფო­ტო­საც გვი­ზი­ა­რებს:

"ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო,

მო­გე­სალ­მე­ბა 90 წლის ქალ­ბა­ტო­ნი, შენი მას­წავ­ლე­ბე­ლი და დამ­რი­გე­ბე­ლი. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ჩემი გან­ცდე­ბი შენი პა­ტიმ­რო­ბი­სა და შიმ­ში­ლო­ბის გამო. ჩემო მიშა, ძა­ლი­ან გთხოვ, შე­წყვი­ტე შიმ­ში­ლო­ბა. შიში მი­პყრობს, რო­დე­საც პა­რა­ლელს ვავ­ლებ დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­სა და 90-ია­ნე­ბის და­სა­წყისს შო­რის. ზვი­ა­დი დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მას სრუ­ლი­ად გა­აზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და თუ რა მოჰ­ყვე­ბო­და მის ჩა­მოს­ვლას. სიკ­ვდი­ლი­სათ­ვი­საც მზად იყო და ასეც მოხ­და, მსხვერ­პლად შე­ე­წი­რა სა­ქარ­თვე­ლოს.

ამ­გვარ­მა თავ­გან­წირ­ვა­მაც კი ვერ იხ­სნა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა შე­ვარ­დნა­ძის 12-წლი­ა­ნი ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი მმარ­თვე­ლო­ბის­გან და ხალ­ხიც ბედს შე­ე­გუა. ზუს­ტად შენ შე­ძე­ლი ამ უი­მე­დო ჭა­ო­ბი­დან ჩვე­ნი გა­მოყ­ვა­ნა და სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა.

saakashvilisleqsi-36801-1636272547.jpg

კი­დევ ერთი მსხვერ­პლად შე­წი­რუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი დიდ ცოდ­ვად და­აწ­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, არ გა­მო­ა­ფხიზ­ლებს მას. პი­რი­ქით, კვლავ უი­მე­დო­ბის და ნი­ჰი­ლიზ­მის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

შენ ცო­ცხა­ლი ჭირ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს!

შენ ხარ მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა, ის ძალა, რო­მე­ლიც შექ­მნის მუხტს, გა­მო­აღ­ვი­ძებს ერს და სა­ბო­ლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს მარ­წუ­ხე­ბი­სა­გან. თუ ეს ასე არ მოხ­და, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს მო­მა­ვა­ლი შავ-ბნე­ლი 10 წე­ლი­წა­დი.

მიშა, კვლა­ვაც შენ ხარ ამ ჩი­ხი­დან გა­მო­სა­ვა­ლი. გთხოვ, შე­წყვი­ტე შიმ­ში­ლო­ბა. ვი­მე­ო­რებ - შენ ცო­ცხა­ლი ჭირ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს! მთე­ლი გუ­ლით ვლო­ცუ­ლობ შენ­ზე, შენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. გა­იხ­სე­ნე შე­მარ­თე­ბა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში გქონ­და. გიგ­ზავ­ნი შე­ნი­ვე ლექსს. ვინ იცის, რამ­დე­ნი წე­ლია ვი­ნა­ხავ…სიყ­ვა­რუ­ლით, და­რე­ჯან გო­გო­ხია", - ვკი­თხუ­ლობთ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში.