"ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში მოხდა 5 წლის წინ, არანაირ საკვებს არ ვიღებ... დღეს დილიდან უარი ვთქვი მინერალებსა და ვიტამინებზეც" - სააკაშვილი | Allnews.Ge

"ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში მოხდა 5 წლის წინ, არანაირ საკვებს არ ვიღებ... დღეს დილიდან უარი ვთქვი მინერალებსა და ვიტამინებზეც" - სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ 30 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მას არა­ნა­ი­რი საკ­ვე­ბი არ მი­უ­ღია.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ა­კაშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რომ­ლი­თაც მის შიმ­ში­ლო­ბა­ზე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას, ასე­ვე კუ­ჭის ოპე­რა­ცი­ის სა­კი­თხზე მე­დი­ა­ში გა­სულ ინ­ფორ­მა­ცი­ას პა­სუ­ხობს.

"რაც შე­ე­ხე­ბა ჩემი შიმ­ში­ლო­ბის დე­ტა­ლებს და "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" გან­ცხა­დე­ბებს: კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებ, რომ ბოლო ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ჩემს კუჭ­ში (და ეს არ იყო ის პრო­ცე­დუ­რა, რაც მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და) მოხ­და 5 წლის წინ და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შე­მიძ­ლია საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა და არც მა­დას ვუ­ჩი­ვი.

30 ოქ­ტომ­ბრის მერე მარ­თლაც, ცი­ხის სა­მე­დი­ცი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ით და იმის და­ზუს­ტე­ბით, რომ ეს სრუ­ლად შე­დის შიმ­ში­ლო­ბის პრო­ტო­კოლ­ში, მი­ვი­ღე რამ­დე­ნი­მე ბოთ­ლი წვე­ნი.

არა­ნა­ირ საკ­ვებს მე არ ვი­ღებ, მი­უ­ხე­და­ვად და­ჟი­ნე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბი­სა კონ­სი­ლი­უ­მის ზო­გი­ერ­თი წევ­რის და ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მე­ბის მხრი­დან, ხოლო რა­საც ვი­ღებ ყვე­ლა­ფერ­ზე აქტი დგე­ბა და ხელს ვა­წერ.​

დღეს დი­ლი­დან, რათა სა­ბო­ლო­ოდ გა­მოვ­რი­ცხო ყვე­ლა­ნა­ი­რი სპე­კუ­ლა­ცია, უარი ვთქვი არა მხო­ლოდ წვენ­ზე, არა­მედ მი­ნე­რალ­ზე, ვი­ტა­მინ­ზე(გლუ­კო­ზის აბებ­ზე), რაც ორ­გა­ნიზ­მის სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ეს ნიშ­ნავს რომ ნე­ბის­მი­ერ წუთს და მაქ­სი­მუმ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, მძი­მე გარ­თუ­ლე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია. ზო­გი­ერ­თი გარ­თუ­ლე­ბა უკვე ისე­დაც აშ­კა­რაა და ბოლო დღე­ებ­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მო­უხ­და უკვე, რამ­დე­ნი­მე გარე სპე­ცი­ა­ლის­ტის გა­მო­ძა­ხე­ბა.

ჩემ­თვის დღე­სა­ვით ნა­თე­ლია, რომ პუ­ტი­ნის და ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ზა­ნია ჩემი ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბა და ისი­ნი ამ მი­ზან­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს არი­ან.ახლა მე მაქვს იმე­დი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სო­ლი­და­რო­ბის, ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ის.გა­უ­მარ­ჯოს ჩვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბას!" - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

myquiz